შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2151
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024894
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2151

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორომ“ (ს/ნ 432541822) უზრუნველყოს 25 145 (ოცდახუთი ათას ას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორო“ (ს/ნ 432541822) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ტოროს“ შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „ტოროს“ მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 11.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2151. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024894.
სად არის „შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №2151, 11.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024894 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4127935/