„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2452
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2452

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის  №1902  განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის   მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება  არა უგვიანეს 2018 წლის 30 მაისისა;“;

ბ)  „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – არა უგვიანეს 2018 წლის 30 მაისისა.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შპს „აქვა გეო“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „კობს“ შორის 2015 წლის 15 სექტემბრის  ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „აქვა გეო“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის  №1902 განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ საპრივატიზებო პირობებს.

3.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე მიღებულია 22.11.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2452. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024813.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1902 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აქვა გეოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე, №2452, 22.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024813 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4122206/