„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2293
2017 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 9000 (ცხრა ათასი) კვ.მ ფართობის შენობ(ებ)ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება;
ბ.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ან/და სხვა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი, არანაკლებ 550 (ხუთას ორმოცდაათი) მეტრი სიგრძის ასფალტისსაფარიანი გზის მოწყობა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.
2. №1769 განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა (ციკლონი)“ (ს/კ: 404496121) წარადგინოს №1769 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის ახალი ან ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ გათავისუფლდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „როიალ დეველოფმენთს“ შორის 2015 წლის 29 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ შეასრულებს №1769 განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ საპრივატიზებო პირობებს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი