„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №770 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აისბერგ ფოთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2294
2017 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით − №04.01.03.820 რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 800 კვ.მ ფართობის სამაცივრე საწყობის მოწყობა არა უგვიანეს 2017 წლის 27 მაისისა;“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „აისბერგ ფოთმა“ (ს/ნ: №404879985) უზრუნველყოს 79 500 (სამოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „აისბერგ ფოთი“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აისბერგ ფოთს“ შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.
4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „აისბერგ ფოთის“ მიერ ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი