„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ნოემბრის №2293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2468
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2468

  2017 წლის 24ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ნოემბრის №2293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ნოემბრის №2293 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. №1769 განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე სს „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიებმა (ციკლონი)“ (ს/კ: 404496121) წარადგინოს №1769 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 1%-ის ოდენობის ახალი ან ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი.