შპს „ველაჯიოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№657
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №657

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ველაჯიოს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროსა (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ შორის 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტისა და ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარდგენილი საბანკო გარანტიის შპს „ველაჯიოსათვის“ სრულად დაბრუნების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ველაჯიო“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ველაჯიოს“ შორის 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მასზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                     ი. ღარიბაშვილი