„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1736
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1736

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (ს/კ: 205169066) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 20 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო ამავე ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯით განახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარე 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „აკვაპარკისა“ და „ანაკლია-კიროვი 2“-ის საკაბელო მონაკვეთის ტერიტორიიდან გადატანას იმავე მიწის ნაკვეთის საზღვართან და პორტალისებური ლითონის ანძის დემონტაჟს.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066) შორის 2015 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის დარღვევისთვის ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.08.2016.
როდის იქნა მიღებული „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ?
„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ მიღებულია 24.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1736. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022050.
სად არის „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2546 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, №1736, 24.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022050 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3388466/