ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2274
2016 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №30 სხდომის ოქმის XXXVI პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარით და ამავე თანხით გაზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №545 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილების მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული 2016 წლის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 12 800 000 (თორმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ –ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისათვის გადასაცემად.“.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი