ბრძანება N 17998

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.08.2026
№ დოკუმენტი 17998
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17998

11 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 10, 16, 25 ივნისის და 7 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა ფ/პ ---- (ს/ნ -----) 2026 წლის 29 ივლისის №----- (რეგ. №----) და 30 ივლისის №----- (რეგ. №----, №-----) განცხადებები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებით ფ/პ---- (ს/ნ -----) 2026 წლის 10, 16, 25 ივნისის და 7 ივლისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებას მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 14 ივლისს.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოგროვება და წარმოდგენა მოითხოვს გარკვეულ დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ, ფ/პ ----- (ს/ნ -----) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, ფ/პ ---- (ს/ნ ----) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

თავდაპირველი ბრძანებით გადამხდელს მიეცა წინადადება, 15 კალენდარულ დღეში წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისთვის, რომელთა დადასტურების შემთხვევაში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრებოდა არაპირდაპირი მეთოდით და საგადასახადო ვალდებულება შესაბამისად შემცირდებოდა. მომჩივანმა ბრძანებას გაეცნო 2026 წლის 14 ივლისს, ხოლო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 11 აგვისტოს. საბოლოოდ, გადამხდელს მტკიცებულებების წარსადგენად ახალი ვადა განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16115 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, ფ/პ-ს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე