საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ტყავსაგალანტერიო პროფესიული სასწავლებლის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის მრავალდარგოვან პროფესიულ სასწავლებელ ,,ოსტატთან“ მიერთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№594
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.734
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 14/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.734

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №594

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ტყავსაგალანტერიო პროფესიული სასწავლებლის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის მრავალდარგოვან პროფესიულ სასწავლებელ ,,ოსტატთან“ მიერთების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ტყავსაგალანტერიო პროფესიული სასწვლებლისა და ქ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნიერსიტეტთან არსებული ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლიცეუმის რეორგანიზაცია, მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის მრავალდარგოვან პროფესიულ სასწავლებელ ,,ოსტატთან“ მიერთების გზით.

2. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესის დასრულების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის ტყავსაგალანტერიო პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №182 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №52, მუხ. 551).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია