ბრძანება N 3018
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3018
13 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------) №18452/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ 2024 წლის პირველი თებერვლის №1769 ბრძანებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №1769 ბრძანებას, საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ. აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანებას, რომელიც არის უკანონო, ვინაიდან საწარმო რომელიც რეგისტრირებულია ----------, არასწორად იქნა მიჩნეული უცხოურ საწარმოდ და შესაბამისად უკანონოდ იქნა დანიშნული მისი საქმიანობის შემოწმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანებით დაინიშნა უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. 2024 წლის პირველ თებერვალს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №1769 ბრძანება, უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლითაც საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №1769 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უცხოური საწარმო „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №1769 ბრძანებას, საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31965 ბრძანებით დაინიშნა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. 2024 წლის პირველ თებერვალს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №1769 ბრძანება, გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლითაც საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №1769 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 263.