მუხლი 62. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლი · სზაკ 62
თავი IV — ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება უნდა მოხდეს ამ კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-81(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2026
…ი. კ-ას ნაწილში მისი გამოცემის დღიდან - 2015 წლის 8 ოქტომბრიდან; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A15083504 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის - ი. კ-ას მიმართ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. სზაკ-ის 62.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქმე №ბს-777(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, 62-ე მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“…
საქმე №ბს-59(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
…არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-1 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლების, აგრეთვე, ასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესახებ. სზაკ-ის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში.
საქმე №ბს-350(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 11 მარტის ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება.
საქმე №ბს-776(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 62.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსას, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ…
საქმე №ბს-829(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 62-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამცირებელია შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხული გადასახადი და სანქცია.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 601 და 62-ე მუხლების დარღვევებზე, რაც წარმოადგენს სადავო აქტების ბათილობის საფუძველს. მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 62. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-62/