გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2019
საქმის ნომერი
170310017002190138
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310017002190138

საქმე #3/53-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - ნ-----–------–---–---–ი, რ--------------–---–---–ი,მოსარჩელის წარმომადგენელი - ე-–---------------–---–ი, ნ-------------ე,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - კ-----------------–--ე

მესამე პირი (მოპასუხე) - შ-------------ე,წარმომადგენელი - ნ----–---------–---–ი,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- გადაწყვეტილება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილება.

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილება.

 

სარჩელის საფუძველი:

მოსარჩელე ნ-----–------–---–---–ი 1974 წლიდან ოჯახით ცხოვრობს მისი გარდაცვლილი მეუღლის ა-–-------ი დ--–---–---–ის და--შთ ქონებაში, ფლობს საცხოვრებელ სახლს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. იგი რეგისტრირებულია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მ------ში. ა-–-------ი (ა-–------ი) დ--–---–---–ი გარდაიცვალა 2004 წლის 19 ნოემბერს, ის გახლდათ მისი 1991 წელს გარდაცვლილი მამის კომლის წევრი. კომლის უფროსი 1996 -2003 წლებში იყო ა-–-------ი დ--–---–---–ი, წევრები- მეუღლე, შვილი, შვილიშვილები. 2004-2008 წლებში კომლის უფროსი იყო ისევ ა-–-------ი დ--–---–---–ი და კომლის წევრები კვლავ იგივე პირები: ნ-----–------–---–---–ი, გ--------------–-–---–ი და ნ---------------–-–---–ი. ა-–-------ი დ--–---–---–მა უძრავი ქონება მიიღო 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების საფუძველზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობებით 0,152 ჰა და 0,478 ჰა, რომელიც 2006 წელს დარეგისტრირდა 4--- კვმ ზედ მდგომი სახლით ნ-----–------–---–---–ის საკუთრებაში, როგორც მემკვიდრის, როგორც კომლის წევრის უფროსის სახელზე. ამის დასტურია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ს/კ 8-----------. 2008 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი #8----------- განცხადებით, საკომლო წიგის ამონაწერის საფუძველზე აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა ი---- დ--–---–---–ის ერთი შვილის გ---–-------------ის საკუთრებაში ს/კ 8-----------, მისამართი იგივე, საკადასტრო რუკა იგივე. 0,152 ჰა და 03478 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად რომელიც მიღებული ჰქონდა ა-–-------ი დ--–---–---–ს სულ 4--- კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 2006 წელს დარეგისტრირდა ნ-----–------–---–---–ის საკუთრებაში, როგორც მემკვიდრის, როგორც კომლის წევრის და როგორც კომლის უფროსის სახელზე. ნ-----–------–---–---–ის საკუთრების უფლება კანონიერად იქნა რეგისტრიებული. საკომლო წიგნის ამონაწერით იგი არის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსი ოჯახის ყველა წევრის თანხმობით. 2009 წელს, როდესაც გ---–-------------ემ წარადგინა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის დოკუმენტები კერძოდ: საკომლო წიგნის #5 ამონაწერი, სადაც კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ თვით გ---–-------------ე, მისი და-ძმები რეესტრმა ნებსით თუ უნებლიედ დაუშვა შეცდომა, არ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობა, გარდა ამისა საკომლო წიგნის ამონაწერით ის არ იყო ერთადერთი მემკვიდრე ი---- დ--–---–---–ის და კანონდარღვევით დაირეგისტრირა ის ქონება, რომელიც 2006 წელს უკვე რეგისტრირებული ქონდა ნ-----–------–---–---–ს, რის გამოც ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის 8------------04 გადაწყვეტილების გაუქმებას. გ---–-------------ემ 2008 წელს სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სადაც მესამე პირი იყო ნ-----–------–---–---–ი და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, იმ აქტისა, რომლითაც ნ-----–------–---–---–ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. სასამართლომ გ---–-------------ის სარჩელი მისივე თხოვნით დატოვა განუხილველი, აღნიშნული განჩინება არის ძალაში. 2017 წლის ივნისის თვეში გ---–-------------ემ სარჩელით მიმართა კვლავ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ნ-----–------–---–---–ისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნული საქმის განხილვა შეჩერებული მოცემული დავის დასრულებამდე. მოსარჩელემ 2017 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება მათ შორის გ---–-------------ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 17 ივლისის #2----- უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რადგან ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თა--ხმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება #2----- გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. მოსარჩელემ 2017 წლის 31 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელი მ------ი. საჯარო რეესტრის 2017 წლის 06 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინტრუქციით განსაზღრული ზედდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში, მოთხოვნა იყო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, #8------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ 6-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომელიც გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელზეც 2017 წლის 08 დეკემბრის წერილით დაინიშნა მედიატორი, მაგრამ მხარეებს შორის მედიაცია ვერ შედგა. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

2.მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2 მესამე პირის გ---–-------------ის უფლებამოცვლის შ-------------ის წარმომადგენელმა ნ----–---------–---–მა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2008 წლის 15 იანვარს და 2007 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ამონაწერით საკომლო წიგნიდან დადგენილია, რომ კ-----ს სახ. საბჭოს /მ------ის/1964-1966 წ. საკომლო წიგნით ირიცხება კომლი #4------ დაფიქსირებულია ხუთი წევრი. ოჯახის უფროსი დ--–---–---–ი ი----, ცოლი-დ--–---–---–ი ლ------, შვილები დ--–---–---–ი გ---–-----, ა-–-------ი, მ------. 2018 წლის 04 მაისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- დ--–---–---–ი, 1976-1979 წლებში ი---- დ--–---–---–ია კომლის უფროსი. 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში ირიცხება ლ--- ი------- ასული დ--–---–---–ი. 2018 წლის 11 მაისს გაცემული საარქივო ცნობით დგინდება, რომ 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- დ--–---–---–ი. 1986-1998 წლების საკომლო წიგნში არ აღმოჩნდა ჩა--წერი ი---- დ--–---–---–ის კომლის შემადგენლობის შესახებ. 2018 წლის 19 აპრილის საარქივო ცნობით ირკვევა, რომ 1964-1966 წლების საკომლო წიგნში გ---–----- დ--–---–---–ი ირიცხებოდა კომლის შემადგენლობაში. 1967-1970 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- დ--–---–---–ი, საძიებელი პერიოდი 1964-1974 წწ. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ გ---–----- კ-------ზე სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია 2009 წლის 15 იანვარს, საფუძველი ამონაწერი საკომლო წიგნიდან #5, რომელიც გახლავთ უფლების დამდგენი დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თა--ხმად, პუნტი პირველი რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ: ა) წარდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლას ან/და შეწყვეტის ფაქტს. ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში გ---–----- კ-------ზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების საფუძველია საკომლო წიგნის ჩა--წერი, რომელიც არ არის ბათილად ცნობილი, არც ძალადაკარგულად არის ცნობილი, არც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილბა არ არის ცნობილი, ამოიწურა უფლების მოქმედების განმსაზღვრელი ვადა. მოსარჩელის მოთხოვნა გახლავთ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 15 იანვარს მომხდარი რეგისტრაციის გაუქმება. ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს აქტის ბათილად ცნობას, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში. სზაკ-ის მე-601 და 62-ე მუხლების თა--ხმად, ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ამ ორი სახის სამართლებრივ შედეგებს, ბათილად ცნობა ავტომატურად არ იწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს მისი მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს პირის კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ პირს კანონიერი ნდობა აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში თუ მან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გა--ხორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, განსხვავებით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებისაგან. მოსარჩელეს არ მიუმართავს სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ან ბათილად ცნობის შესახებ მოპასუხე მხარის მიმართ, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის ეს მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, რის გამოც, მოსაჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ნ-----–------–---–---–მა, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: თეთრიწყარო, სოფელი მ------ი (საკადასტრო კ----- #8-----------). განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დოკუმენტაცია აღიარების კომისიისათვის გადაგზავნის შესახებ, თანხმობა მედიაციის დანიშვნის შესახებ, შეთანხმება, ნახაზის ელ.ვერსია, მომსახურების ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----–------–---–---–ის 2017 წლის 31 დეკემბრის განცხადება, ს.ფ. 121-136;

- ზედდების ამსახველი ნახაზი, ს.ფ. 154;

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და განემარტა, თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის ს/კ 8-----------, მესაკუთრე გ---–----- ი----ს ასული კ-------, პ/ნ.0----------, კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთა--ც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეტანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილება, ს.ფ. 137-138;

- ზედდების ამსახველი ნახაზი, ს.ფ. 154;

 

3.1.3. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, კერძოდ, N8----------- განცხადებით წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თა--ხმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. რის გამოც დავის მორიგებით დასრულების მიზნით არაერთხელ დაინიშნა მედიატორი, განისაზღვრა მედიაციის პროცესის დრო და ადგილი, მაგრამ მხარეები პროცესზე არ გამოცხადებულან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ #8----------- განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, წერილი, ს.ფ. 139-153;

 

3.1.4. 2017 წლის 10 ივლისს ნ-----–------–---–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა 2009 წლის 15 იანვარს განხორციელებული რეგისტრაცია #8-----------, რომლითაც საკომლო წიგნის საფუძველზე სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა გ---–-------------ეს (საკადასტრო კ----- #8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 10 ივლისის ნ-----–------–---–---–ის საჩივარი თანდართული მასალებით, ს.ფ. 155-178;

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა წარმოებაში მიღებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 იანვრის #8------------04 გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, მათ შორის გ---–-------------ის საკუთრების უფლება, რომელიც კანონდარღვევითაა რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- გადაწყვეტილება, ს.ფ. 177-178;

 

3.1.6. 2017 წლის 7 ნოემბერს ნ-----–------–---–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილების გაუქმებას და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 7 ნოემბრის საჩივარი, ს.ფ. 179;

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა წარმოებაში ნ-----–------–---–---–ის 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი #6--------, #8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილება, ს.ფ. 186-187;

 

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ნ-------------ეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე #8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებლი მონაცემების გაუქმების ნაწილში, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილება, ს.ფ. 188-189.

 

3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. საქმისათვის არსებითი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ კანონიერია ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე უძრავ ნივთის (საკადასტრო კ----- 8-----------) მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თა--ხმად, 8----------- საკადასტრო კ-----თ, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან ნ-----–------–---–---–ი (პ/ნ 2----------) და რ--------------–---–---–ი (პ/ნ 2----------). №2---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თა--ხმად, 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა გ---–-------------ე (პ/ნ 0----------). უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საკომლო წიგნიდან №5. აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა რეგისტრაციის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 იანვრის #8------------04 გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობილი არ არის. შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თა--ხმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილება, ს.ფ. 181-185;

 

3.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 თებერვლის #8------------27 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 თებერვლის #8------------27 გადაწყვეტილება, ს.ფ. 152;

 

3.1.11. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მონაცემების თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ მ------ში მდებარე 4---,00 კვ.მ. უძრავი ნივთი, 2009 წლის 15 იანვრის რეგისტრაციის შესახებ #8------------04 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გ---–-------------ის საკუთრებად და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კ----- #8-----------. უფლების დამდგენი დოკუმენტი: ამონაწერი საკომლო წიგნიდან #5, გაფორმების თარიღი 15.01.2009, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს თეთრიწყაროს არქივი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8------------04 გადაწყვეტილება, ს.ფ193;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 194;

- სარეგისტრაციო მასალები, ს.ფ. 195-215;

 

3.1.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს თეთრიწყაროს არქივის 2007 წლის 1 ოქტომბრის #62 ცნობის თა--ხმად, 1964-1966 წლების საკომლო წიგნით მ------ში ირიცხება კომლი #4------ - დ--–---–---–ი ი---- ტ-------ს ძე ოჯახის უფროსი, დაბ 1---; დ--–---–---–ი ლ------ ს--------ს ასული - ცოლი, დაბ. 1---წ.; დ--–---–---–ი გ---–----- ი----ს ასული - შვილი დაბ 1---წ., დ--–---–---–ი ა-–-------ი ი----ს ძე - შვილი, დაბ. 1---წ.; დ--–---–---–ი მ------ ი---- ასული შვილი, დაბ. 1--- წ. (საფუძველი: ფონდი - 187, საქმე 251, გვ. 17).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს თეთრიწყაროს არქივის 2007 წლის 1 ოქტომბრის #62 ცნობა, ს.ფ.26;

 

3.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს თეთრიწყაროს არქივის 2009 წლის 15 იანვრის #5 ცნობის თა--ხმად, 1964-1966 წლების საკომლო წიგნით მ------ში ირიცხება კომლი #4------ - დ--–---–---–ი ი---- ტ-------ს ძე ოჯახის უფროსი, დაბ 1---; დ--–---–---–ი ლ------ ს--------ს ასული - ცოლი, დაბ. 1---წ.; დ--–---–---–ი გ---–----- ი----ს ასული - შვილი დაბ 1---წ., დ--–---–---–ი ა-–-------ი ი----ს ძე - შვილი, დაბ. 1---წ.; დ--–---–---–ი მ------ ი---- ასული შვილი, დაბ. 1--- წ.

1964-1966 წ.წ. საკომლო წიგნით ოჯახს ერიცხება 0,30 მეასედი ჰექტარი მიწა, ნაგებობათა ქვეშ 00,11 მეასედი ჰა. სახლი აშენებულია 1963 წელს. (საფუძველი: ფონდი - 187, საქმე 251, გვ. 17)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს თეთრიწყაროს არქივის 2009 წლის 15 იანვრის #5 ცნობა, ს.ფ.25

 

3.1.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2017 წლის 27 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობის თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1996-2003 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა-–------- ი----ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-----–------–---–---–ი ს-------ს ასული - ცოლი (გაკეთებულია ჩა--წრი წასულია ოჯახიდან); რ--------------–---–---–ი ა-–-------ის ასული - შვილი (გაკეთებულია ჩა--წერი წასულია თბილისში); ნ---------------–-–---–ი ზ------ის ძე - შვილიშვილი; ვ-----------–-–---–- ზ------ის ძე შვილიშვილი;

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 2004-20-- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა-–------- დ--–---–---–ი (გადახაზულია გარდაიცვალა 19.11.2004) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-----–- დ--–---–---–ი - ცოლი, რ--------------–---–---–ი - შვილი, ნ---------------–-–---–ი - შვილიშვილი, ვ-----------–-–---–- - შვილშვილი.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში არ აღმოჩნდა ჩა--წერი მოქალაქე ა-–------- ი----ს ძე დ--–---–---–ისა და ნ-----–------–---–---–ის კომლის შემადგენლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2017 წლის 27 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობა, ს.ფ.23;

 

3.1.15. 2006 წლის 12 ივნისის #8----------- უფლების რეგისტრაციის თა--ხმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 4--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი) მდებარე თეთრიწყარო, სოფელი მ------ი (საკადასტრო კ----- 8-----------) თა--საკუთრების უფლებით ირიცხება ნ-----–- და რ--------------–---–---–ების სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: მიწის გა--წილების სია #360, გა--ცხადი კომლის უფროსის არჩევის თაობაზე #1-256, დამოწმების თარიღი: 12/06/2006, ნოტარიუსი გ---–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 105;

- საკადასტრო რუკა, ს.ფ. 167;

-ტოპოგეგმა, ს.ფ. 166;

 

3.1.16. 2017 წლის 30 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ მ------ში მდებარე დაზუსტებული 4--- კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება გ---–-------------ის სახელზე (საკადასტრო კ-----: #8-----------). შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, უფლების დამდგენი დოკუმენტი: ამონაწერი საკომლო წიგნიდან #5, დამოწმებული 15.01/2009, საქართველოს ეროვნული არქივი, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8-----------, თარიღი 29.12.2008.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 30 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 158;

 

3.1.17. 2012 წლის 12 ივნისს გაცემული #1-------- სამკვიდრო მოწმობის თა--ხმად, ა-–------- დ--–---–---–ის მემკვიდრეს წარმოადგენს ნ-----–------–---–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 16 ივნისის 1-------- სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 161-163;

 

3.1.18. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის #3/10-08 განჩინებით განუხილველად დარჩა გ---–-------------ის სარჩელი მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების ნ-----–- და რ--------------–---–---–ების მიმართ ინდივიდუალური-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინების ასლი, ს.ფ. 164-165;

 

3.1.19. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კ-----ს თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2007 წლის 25 ივლისის #514 ცნობის თა--ხმად, ნ-----–------–---–---–ს ეკუთვნის სოფელ მ------ში მდგარი საცხოვრებელი სახლი 4--კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კ-----ს თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2007 წლის 25 ივლისის #514 ცნობა, ს.ფ. 170;

-უძრავი ქონების ტექნიკური მაჩვენებელი, ს.ფ. 171;

 

3.1.20. 2002 წლის 08 ივლისს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (განცხადების რეგისტრაცია 15077/2002) თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ მ------ში მდებარე 0,478 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ა-–------ი დ--–---–---–ს (საკადასტრო კ-----#8-----------) აღნიშნული უძრავი ქონება მემკვიდეობის საფუძველზე აღირიცხა ნ-----–- და რ--------------–---–---–ებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2002 წლის 08 ივლისს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ს.ფ. 233-234;

- 2006 წლის 12 ივნისს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, საკადასტრო რუკა, ს.ფ. 241-243;

- 12.06.2006 ამონაწერი საჯარო რესტრიდან, ს.ფ. 240;

- სარეგისტრაციო მასალები, ს.ფ. 244-256;

 

3.1.21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 19 აპრილის #AA2----------03 საარქივო ცნობის თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1964-1966 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ------ დ--–---–---–ი ს--------ს ასული - ცოლი (გარდაიცვალა 1966 წელს), გ---–------- დ--–---–---–ი ი----ს ასული - შვილი (გათხოვდა), ა-–-------ა დ--–---–---–ი ი---- ძე - შვილი, მ----- დ--–---–---–ი ი----ს ასული-შვილი.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1967-1970 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა-–-------ა დ--–---–---–ი ი---- ძე - შვილი, მ----- დ--–---–---–ი ი----ს ასული-შვილი, ე--- დ--–---–---–ი გ------- ასული - რძალი, ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული - ცოლი, ლ--- დ--–---–---–ი ა-–-------ის ასული - ნათესაური კავშირი არ არის მითითებული (გადახაზულია), ვ-–- დ--–---–---–ი ა-–-------ის ძე - შვ.შვ.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული - ცოლი; ა-–-------ა დ--–---–---–ი ი----ს ძე - შვილი, მ----- დ--–---–---–ი ი----ს ასული - შვილი, ე--- დ--–---–---–ი გ-------ს ასული - რძალი (გაკეთებულია ჩა--წერი „1970 წლის აგვისტოდან ძმა ოჯახ. ქმართან გაცილების გამო (ჩა--წერი რთულად იკითხება)); ვ-–- დ--–---–---–ი ა-–-------ის ძე - შვ. შვ. (1970 წლიდან წაყვანილი ჰყავს დედას თავისთან).

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი, ა-–-------ა დ--–---–---–ი ი----ს ძე - შვილი (გამოეყო კომლს), მ----- დ--–---–---–ი ი----ს ასული - შვილი (გათხოვდა), ა--- დ--–---–---–ი ი----ს ასული - დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 19 აპრილის #AA2----------03 საარქივო ცნობა, ს.ფ. 266-270;

 

3.1.22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 4 მაისის #AA2----------03 საარქივო ცნობის თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი, ა-–-------ა დ--–---–---–ი ი----ს ძე - შვილი (გამოეყო კომლს), მ----- დ--–---–---–ი ი----ს ასული - შვილი (გათხოვდა), ა--- დ--–---–---–ი ი----ს ასული - დედა.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1976-1979 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი, ა-- დ--–---–---–ი ი----ს ასული - დედა (გადახაზულია გარდაიცვალა 1976 წ.).

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 4 მაისის #AA2----------03 საარქივო ცნობა, ს.ფ. 271-275;

 

3.1.23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 11 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობის თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ--- დ--–---–---–ი ი------- ასული- ცოლი.

 

თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში არ აღმოჩნდა ჩა--წერი ი---- ტ-------ს ძე დ--–---–---–ის კომლის შემადგენლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 11 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობა, ს.ფ. 276-277;

 

3.1.24. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 15 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობის თა--ხმად, თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა-–-------ა დ--–---–---–ი ი----ს ძე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ-----–------–---–---–ი ს-------ს ასული - ცოლი, რ--------------–---–---–ი ა-–-------ას ასული - შვილი. თეთრიწყაროს რაიონის კ-----ს სასოფლო საბჭოს სოფელ მ------ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში არ აღმოჩნდა ჩა--წერი ა-–-------ი/ა-–-------ა ი----ს ძე დ--–---–---–ის კომლის შემადგენლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 018 წლის 15 მაისის #AA2----------05 საარქივო ცნობა, ს.ფ. 278-279;

 

3.1.25. გ---–-------------ე გარდაიცვალა 2018 წლის 8 ივნისს და მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მისი მეუღლე შ-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გ---–-------------ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ.282;

-2019 წლის 18 იანვრის 1-------- სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 311-316;

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელეების ნ-----–- და რ--------------–---–---–ების საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება ს/კ 8----------- და მესამე პირის გ---–-------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება ს/კ 8-----------, წარმოადგენს ერთიდაიგივე უძრავ ქონებას. ასევე მოსარჩელეების ნ-----–- და რ--------------–---–---–ების საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში ს/კ 8----------- შედის მამკვიდრებლის ი---- დ--–---–---–ის კომლის ქონება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თა--მდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება) დასაბუთებული არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გ---–-------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხილეთ 2019 წლის 19 მარტის სხდომის ოქმი);

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედა--ც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თა--ხმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თა--ხმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8---------------, 2017 წლის 17 ივლისის #2-----, 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- და 2017 წლის 08 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თა--ხმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

6.3. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც გ---–-------------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება ს/კ 8-----------.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თა--ხმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თა--ხმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თა--ხმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თა--მშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თა--ხმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას აწარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,კ–ლ“ პუნქტებით განსაზღვრული და მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათა--დო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დასახელებულ ნორმათა ა--ლიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაა--ლიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

აღსანიშნავია, რომ 1999 წლის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 20-- წლის 28 დეკემბრის #2635 კანონით). აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედა--ყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327-ე ბრძანებულების „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ მე-4 პუნქტის თა--ხმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველოს ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების გა--წილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების გა--წილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;

 

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თა--ხმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც), ხოლო ”სარეგისტრაციო მოწმობა” არის მოწმობა რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თა--ხმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩა--წერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მ------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 8-----------, 2002 წლის 08 ივლისს პირველადი რეგისტრაციით დაზუსტებული ფართობი 0,478 ჰა საკუთრების უფლებით აღირიცხა ა-–------ დ--–---–---–ის საკუთრებაში, შეიქმნა შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა და აღნიშნული უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ნ-----–------–---–---–ის და თა--მესაკუთრე რ--------------–---–---–ის საკუთრებაში, იმავე 8----------- საკადასტრო კ-----თ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 15 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება #8----------- -04 რეგისტრაციის შესახებ და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მ------ში მდებარე უძრავი ქონება 4--- კვმ მიწის ნაკვეთი ს/კ 8-----------, აღირიცხა გ---–-------------ის საკუთრებაში და გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ნ-----–------–---–---–მა, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: თეთრიწყარო, სოფელი მ------ი (საკადასტრო კ----- #8-----------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

საკუთრების უფლების სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია და მათი სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თა--ხმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თა--მშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თა--მშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს პირის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, უპირველესად კი რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი და მათ არქივში დაცული ინფორმაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თა--ხმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს უზენაე--- სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თა--ხმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლ--- მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათა--დო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად გა--პირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის და--წესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილიარ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ა--რგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციულიწარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, მე-2 ნაწილის თა--ხმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თა--ხმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებადა გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რა დროსაც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, როდესაც მოახდინა მესამე პირის გ---–-------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-367-363(კ-12)). სასამართლო პრაქტიკაში გახშირებულია დავები, რომლებიც უკავშირდება უძრავი ქონების რეგისტრაციას ახალ კოორდინატთა სისტემაში გადასვლასთან დაკავშირებით, რაც იწვევს ნაკვეთების საზღვრების გადაფარვას. გადაფარვებთან დაკავშირებულ დავებში სამ სუბიექტს ვხვდებით, ერთი მხრივ მესაკუთრე, რომლის სახელზეც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი; მეორე მხრივ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი ახდენს კონკრეტული მიწის თვითმმართველ ერთეულზე აღრიცხვას და საჯარო რეესტრი, რომელიც მითითებულ მიწაზე არეგისტრირებს მესამე პირის საკუთრების უფლებას. მესაკუთრეები, რომლებიც თავიანთ დაუზუსტებელ რეგისტრაციაზე მითითებით მიწაზე საკუთრების უფლების დაცვას ცდილობენ, საჯარო რეესტრისგან პასუხად იღებენ, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით მიწის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, რის გამოც მიწის ნაკვეთთა ზედდების დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული შემდგომში საჩივრდება სასამართლოში. საკასაციო პალატამ განსახილველ დავაში აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ და--წესს. ამასთა--ვე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვა-- მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თა--ხმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თა--მშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თა--ხმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. განსახილველ საქმეზე დადასტურდა, რომ დაინტერესებულ პირზე ნაკვეთის რეგისტრაციას საფუძვლად ედო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდებოდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩა--წერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე 2 რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩა--წერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩა--წერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩა--წერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩა--წერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩა--წერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის და მესამე პირის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც გ---–-------------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება ს/კ 8-----------) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება ს/კ 8----------- ჯერ კიდევ 2002 წელს იყო რეგისტრირებული პირველადი რეგისტრაციით, ხოლო გ---–-------------ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2009 წელს, 1964 წლის საარქივო ცნობის საფუძველზე. საქმეში კი წარმოდგენილია საარქივო ცნობები, რომლებიც შეიცავს ი---- დ--–---–---–ის კომლის შემდგომი წლების მონაცემებს. შესაბამისად მარეგისტრირებეილი ორგანოს მიერ სათა--დო წესით არ გამოკვლეულა ი---- დ--–---–---–ის კომლის ქონების გ---–-------------ის საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი და კანონიერება. სასამართლოს განხილვის დროს მხარეების მიერ განმარტებული იქნა, რომ მათ მიერ სადავო ქონება არის ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მესამე პირის გ---–-------------ის და მოსარჩელეების მამკვიდრებლის ა-–------- დ--–---–---–ის მამის ი---- დ--–---–---–ის კომლს. მათ მიერ ასევე განმარტებული იქნა რომ, მოსარჩელეების ნ-----–- და რ--------------–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში შედის ი---- დ--–---–---–ის კომლის ქონებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტების თა--ხმად კი ,,საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩა--წერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩა--წერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩა--წერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩა--წერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს." მოცემულ შემთხვევაში კი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებით გამოირკვა, რომ სახეზე არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლების და უძრავი ქონების ნამდვილი მდგომარეობის თანხვედრა, სახეზე იყო მიწის ნაკვეთის დუბლირება, ერთი დაიგივე ქონებაზე არსებობს ორი რეგისტრირებული უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კი, გ---–-------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელი მიუწვდება ყველა მონაცემზე, მისთვის ცნობილია და მასთან ინახება პირველადი რეგისტრაციის ყველა საფუძველი და მათ შორის ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ინფორმაცია, საჯარო რეესტრისათვის ცნობილია ვისი უფლებაა რეგისტრირებული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო რეესტრს ხელეწიფება ადგილზე გასვლით, კადასტრის სამსახურის მეშვეობით დაადგინოს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, ხელი მიუწვდება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში დაცულ ყველა მონაცემზე და მათი მეშვეობით შეუძლია დაადგინოს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესაბამისობა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ვერ გაიზირებს მოპასუხე მხარის და მესამე პირის პოზიციას, რომ გ---–-------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და უფლების დამდგენი დოკუმენტი ამონაწერი საკომლო წიგნიდან #5 (დამოწმების თარიღი 15.01.2009) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ არის ცნობილი, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თა--ხმად, იურთიერთდაპირისპირებული ჩა--წერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩა--წერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩა--წერის კანონიერებას და რეესტრთა ჩა--წერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თა--ხმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.3. მოსარჩელე ასევე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- და 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და 2017 წლის 08 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2017 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #8----------- განცხადებით მიმართა ნ-----–------–---–---–მა, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ #8-----------.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და განემარტა, თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის ს/კ 8-----------, მესაკუთრე გ---–----- ი----ს ასული კ-------, პ/ნ.0----------, კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთა--ც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, კერძოდ, N8----------- განცხადებით წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თა--ხმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. რის გამოც დავის მორიგებით დასრულების მიზნით არაერთხელ დაინიშნა მედიატორი, განისაზღვრა მედიაციის პროცესის დრო და ადგილი, მაგრამ მხარეები პროცესზე არ გამოცხადებულან და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

2017 წლის 10 ივლისს ნ-----–------–---–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა 2008 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული რეგისტრაცია #8-----------. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 იანვრის #8------------04 გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან 8----------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, მათ შორის გ---–-------------ის საკუთრების უფლება, რომელიც კანონდარღვევითაა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა წარმოებაში მიღებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

2017 წლის 7 ნოემბერს ნ-----–------–---–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 6 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილების გაუქმებას და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა წარმოებაში ნ-----–------–---–---–ის 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი #6--------, #8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ნ-------------ეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე #8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებლი მონაცემების გაუქმების ნაწილში, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ-----–------–---–---–ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩვრის განხილვაზე. საქმისათვის არსებითი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ კანონიერია ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე უძრავ ნივთის (საკადასტრო კ----- 8-----------) მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თა--ხმად, 8----------- საკადასტრო კ-----თ, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან ნ-----–------–---–---–ი (პ/ნ 2----------) და რ--------------–---–---–ი (პ/ნ 2----------). №2---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თა--ხმად, 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა გ---–-------------ე (პ/ნ 0----------). უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საკომლო წიგნიდან №5. აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა რეგისტრაციის შესახებ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 იანვრის #8------------04 გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული რეგისტრირებული მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობილი არ არის. შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თა--ხმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილის თა--ხმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის #2----- და 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- გადაწყვეტილებების მიღების ძირითად საფუძველს წაროადგენს გარემოება, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილის თა--ხმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

რაც შეეხება სადავო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილებას, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა გარემოება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თა--ხმად, №2---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 8----------- საკადასტრო კოდსა და 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. 8----------- საკადასტრო კ-----თ რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის კანონიერება კი კანონის შესაბამისად გასაჩივრებული არ იყო სასასამართლო წესით. შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თა--ხმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათა--დო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აა--ზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ ამ უკა--სკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ა--ზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–------–---–---–ის და რ--------------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის #8--------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

3. მოსარჩელეების მოთხოვნა 2017 წლის 17 ივლისის #2-----, 2017 წლის 13 ნოემბრის #4----- და 2017 წლის 08 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მდებარე თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N11) მეშვეობით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე