გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2019
საქმის ნომერი
050310019002930766
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310019002930766

N 3/44-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.10.2019წელი ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე -სსიპ გა------------------–----------ო

წარმომადგენელი - ირ---–--------იძე, და--------------იძე,მოპასუხე - შპს გე-----–--------ი,წარმომადგენელი - ვა-–------------უა

დავის საგანი: რეგულირების საფასურის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,გე-----–---------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე რეგულირების საფასურის გადახდა 122 217 ( აოცდაორი ათას ორას ჩვიდმეტი) ლარის და 25 (ოცდახუთი) თეთრის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,გე-----–--------იმ" სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლემა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ მიუთითა, რომ კომპანიას სადაო თანხის, გარდა გადახდილი აქვს ყველა სხვა საფასური, რომლის გადახდის ვალდებულებაც ჰქონდა 2----–-–------------------------------ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად - მოცემული ნორმის გაუქმებამდე, მათ შორის 2015-2016 წლების რეგულირების საფასურის პირველი ნახევარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–----------------------- ბრძანების საფუძველზე შპს ,,გე-----–--------ი"-ზე 10 წლის ვადით გაიცა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია, მთლიანი ქვოტის 25%-ის ოდენობით.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–---------------------------------- საფუძელზე შპს ,,გე-----–--------ი"-მ თავისი ლიცენზიის ნაწილი (მთლიანი ქვოტის 4.44%) გადასცა შპს ,,მარიჯანი" -ს საკუთრებაში დარჩა 20.56% საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები მინისტრის 2----–-–----------------------------- საფუძველზე შპს ,,გე-----–--------იმ" თავისი ლიცენზიის ნაწილი (მთლიანი ქვოტის 1.386%) გადასცა შპს ,,აისბერგის" მის შემდგომაც საკუთრებაში დარჩა 19.174% 2009 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,გე-----–--------ი"-ზე გაიცა N------ თევზჭერის ლიცენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–----------------------- ბრძანება ( ს.ფ 20-23)

- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–--------------------------------- (ს.ფ 27-28)

- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–---------------------------- (ს.ფ 29-30)

- თევზჭერის ლიცენზია N------ (ს.ფ 31-32)

 

3.1.2. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სსიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–------------------------------ს საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–----------------------- ბრძანებაში, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–----------------------------ში, რომლის თანახმადაც შპს ,,გე-----–--------ი"-ზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 10 წლით და გადაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N--------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–-----------------------------ა, თევზჭერის ლიცენზია (ს.ფ 33-36)

- 2016 წლის 22 აპრილის საქართველოს მთავრობის განკარგულება N-----------–-–------------------ (ს.ფ 38-45)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–---------------------------------- გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2---–-–------------------------------ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–------------------------–-------–------------ (ს.ფ 46-80

 

3.1.5. 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა ადმინისტრაციული ს---------–-------------------- ოქმი შპს "გე-----–--------ის" მიმართ, რომელიც შემდგომ ფოთის საქალაქო სასამართლომაც ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დააჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მიმართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედემხედველობის სამსახურს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N------------ (ს.ფ 93-98)

- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------------------–--- (ს.ფ 99-102)

- საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2---–-–----------------------------ა (ს.ფ 81-83)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–-------------------------- ბრძანების და სსიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–------------------ 1544/ს ბრძანების საფუძველზე შპს "გე-----–--------ი"-ს დაუმტკიცდა 2015-2016 წლებისთვის სამრეწველო თევზჭერის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით (თევზით) სარგებლობის კვოტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–-------------------------- ბრძანების და სსიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–------------------ 1544/ს ბრძანება (ს.ფ 84-85)

 

4.2.2. შპს „გე-----–--------ი"-ს მიერ არ იქნა გადახდილი 2015-2016 წლის თევზჭერის სეზონისათვის, კერძოდ: 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასური 122 217.25 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაეგზავნა წერილი მოპასუხე მხარეს, თუმცა მის მიერ დღემდე არ არის გადახდილი აღნიშნული დავალიანება.

 

4.2.3. სსიპ გა------------------–----------ოს 2----–-–------------------------5 წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეცნობა მოპასუხის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–-------------------------- ბრძანების და სსიპ გა------------------–----------ოს უფროსის 2----–-–------------------ N 1544/ს ბრძანება (ს.ფ 84-87)

- მიმართვები შპს ,,გე-----–-------------იმართ (ს.ფ 88-92)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ გა------------------–----------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ- ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------- ბრძანებით დამტკიცებული დებულება ,,რეგულირების საფასურის გადახდის წესის და ოდენობების შესახებ’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

6.2. „რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: „ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

 

ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას. ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად: „რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

 

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა და მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას; შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, შავზღვაში თევზჭერის ლიცენზია გაიცა შპს "გე-----–--------ი"-ზე, რომელიც თავისთავად გახდა თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელიც.

 

6.3. „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------- ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით: „შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ, არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა“ (30.09.2016 წლამდე რედაქცია). აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა შპს „მადაი"-სა და შპს „პალიასტომი 2004"-ის მიერ, იმ მოტივით, რომ რეგულირების საფასურის გამოთვლა უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიანტების მიერ ფაქტობრივად მოპოვებული/ათვისებული რესურსის მიხედვით და არა დადგენილი კვოტიდან გამოანგარიშებით.

 

6.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 69-ე პუნქტის თანახმად, „არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი რესურსით (შავ ზღვაში თევზის რესურსით) სარგებლობისათვის გადასახადი დაანგარიშებული უნდა იქნეს, ფაქტობრივად მოპოვებული და არა ლიცენზიანტისთვის განსაზღვრული ასათვისებელი/მოსაპოვებელი კვოტის/ოდენობის საფუძველზე. პირველ რიგში, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების არსებობისთვის საკმარისია რესურსით სარგებლობის უფლების ფლობა, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიბმული ლიცენზიატის მიერ ამგვარი რესურსით სარგებლობის ფაქტობრივი შედეგების მაშტაბებზე ფინანსური თვალსაზრისით. სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მეწარმე სუბიექტის კომერციულ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებზე. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში სახელმწიფო დაკარგავდა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისა და გამოყენების შესაძლებლობას, აგრეთვე იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც აღნიშნული რესურსების გონივრულ გამოყენებას მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის". ამავე გადაწყვეტილების 45-ე პუნქტით კი, „ვინაიდან სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ კრიტერიუმს, რომლის თანახმადაც: „სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი” და ასევე ვერ აკმაყოფილებს 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიერ დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს, უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე და გაუმართლებლად არღვევს მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებას". შესაბამისად ცხადია, რომ რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ" მინისტრის ბრძანება მხოლოდ ფორმალური დასაშვებობის თვალსაზრისით არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ვინაიდან, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ის უნდა რეგულირდებოდეს უფრო მაღალი იურიდიული იერარქიის მქონე აქტით, ვიდრე ეს მინისტრის ბრძანებაა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

6.5. ზემოთ აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ, 2017 წლის 17 მაისს განხორციელებული ცვლილების შედეგად, „რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლით განისაზღვრა რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი, რომლის დანართიც ( რეგულირების საფასურის ფარგლებში) ზუსტად იმ ფორმით ჩაიწერა, როგორც ეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------------------ დანართში იყო მოცემული. ანუ, ნორმის შინაარსი, რაც სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანებით იყო გათვალისწინებული, იგივე რედაქციით/შინაარსით გაითვალისწინა უკვე კანონმა, რამაც უფრო გაამყარა რეგულირების საფასურის გადახდის სავალდებულო ხასიათი.

 

6.6. შპს „გე-----–--------ი“-ს ევალებოდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------- ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, ამ აქტისა და სალიცენზიო პირობების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულება კერძოდ: რეგულირების საფასურის გადახდა მოპასუხე მხარისთვის არის იპმერატიული ხასიათის, სავალდებულოდ შესასრულებელი და ძალაში რჩება დღეის მდგომარეობითაც.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავად საფასურის არსებობა არ უცვნია არაკონსტიტუციურად, პირიქით, ამ ვალდებულების კანონის დონეზე აყვანითა და მოწესრიგებით, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა არსებული და სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------------------ეული რედაქციით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებისას, სახელმწიფოს ევალება, იზრუნოს ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის, რაც იმთავითვე გულისხმობს გრძელვადიანი, შემდგომი თაობების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებას და ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალურ დაბალანსებას ამ სფეროში.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება უნდა მოხდეს ამ კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას“.

 

6.8. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. „რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის მე–7 პრიმა მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონით დადგენილ რეგულირების საფასურს 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისთვის (თევზჭერის სეზონი განისაზღვრება მიმდინარე წლის 01 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 01 ოქტომბრამდე) განსაზღვრული კვოტის ფარგლებში იხდის ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით, მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე - შპს ,,გე-----–-------------იერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ გა------------------–----------ოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - შპს ,,გე-----–--------ის“ სსიპ გა------------------–----------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 122 217 ( ასოცდაორი ათას ორასჩვიდმეტი) ლარის და 25 (ოცდახუთი) თეთრის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა . . . ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ გარემოს ეროვნული საააგენტო საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მის მიერ წინასწარ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს -სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 122 217 ( ასოცდაორი ათას ორასჩვიდმეტი) ლარის და 25 (ოცდახუთი) თეთრის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული თანხის 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3 666 (სამი ათას ექვსას სამოცდაექვსი) ლარსა და 51 (ორმოცდათერთმეტ) თეთრს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ გა------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,გე-----–--------ის“ დაეკისროს სსიპ გა------------------–----------ოს სასარგებლოდ 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასური 122 217 ( ასოცდაორი ათას ორასჩვიდმეტი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი.

 

3. შპს ,,გე-----–--------ის“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის- 3666 (სამი ათას ექვსას სამოცდაექვსი) ლარის და 51 ( ორმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14);

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე