გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2019
საქმის ნომერი
330310018002680561
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6508-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

8 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ა------------–ია

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენლები - ლ--–--–-–------–ი, მ------------------ი, თ------------–---–ი

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა მოთხოვნა იხ. 21.12.2018 წ. სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 17 ივლისის №2-- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ა------------–იას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 19 სექტემბრის №6-- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ა------------–იას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არ ცნეს სარჩელი. მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №2-- განკარგულებით, დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაკანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეემოწმებინათ აღნიშნული განკარგულების დანარტში მითიტებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №2-- განკარგულება (ს.ფ. 58-59);

 

3.2. 2018 წლის 14 ივნისს შედგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი შემოწმების აქტის მიხედვით ი/მ ა------------–იას სავალუტო ჯიხურში დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები: 1. იყენებს საყურადღებო კურსს - ყიდვა 2.4- და გაყიდვა - 2.47. არ აქვს ინფორმაცია გამოკრული ამის შესახებ. პროგრამაში ჩანს, რომ ახურდავებს 2.9--ზე (E--); 2. ჩანაწერი ვერ მოიძებნა, რადგან ვინჩესტერი არ მუშაობს, წაღებულია გასაკეთებლად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შემოწმების აქტი (ს.ფ. 60).

 

4.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 17 ივლისის №2-- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის ა------------–იას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ, «ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის 27/04 ბრძანებით «ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ» მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, გაუქმდა ვალუტის პუნქტის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 0-----8.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 17 ივლისის №2-- განკარგულება (ს.ფ. 61).

 

4.4. ინდივიდუალურმა მეწარმემ ა------------–იამ 2018 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართ საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა ინდივიდუალური მეწარმე ა------------–იას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 17 ივლისის №2-- განკარგულების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 19 სექტემბრის №6-- განკარგულებით, ინდივიდუალური მეწარმე ა------------–იას ადმიისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 19 სექტემბრის №6-- განკარგულება (ს.ფ. 69-70).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა------------–იას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №114- ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №2-- განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 14 ივნისს განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - ინდ. მეწარმე ა------------–იას შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი მოთხოვნები: 1. იყენებს საყურადღებო კურსს - ყიდვა 2.4- და გაყიდვა - 2.47. არ აქვს ინფორმაცია გამოკრული ამის შესახებ. პროგრამაში ჩანს, რომ ახურდავებს 2.9--ზე (E--); 2. ჩანაწერი ვერ მოიძებნა, რადგან ვინჩესტერი არ მუშაობს, წაღებულია გასაკეთებლად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

 

ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-7 მუხლით დადგენილია პუნქტის/ფილიალის ვალდებულებები. კერძოდ, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ქვეპუნქტების თანახმად, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are usi№g №otable excha№ge rate“ (არსებობის შემთხვევაში).

 

მოცემული ბრძანებით დამტკიცებული წესის 2.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია „საყურადღებო კურსი“-ს დეფინიცია, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია. ამასთან, ვალუტის გაცვლის კურსის ელექტრონულ დაფაზე ასახულია სწორედ ის მაჩვენებლები, რაც შემოწმების აქტში დაფიქსირდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ელექტრონული დაფის გაუმართაობის გამო მაჩვენებლების განულების მიუხედავად ევროს გაყიდვის მაჩვენებელი გამოსახული იყო 009- ციფრით (ს.ფ. 18); სასამართლო აღნიშნავს, რომ სავალუტო ჯიხურის გამართულად და შესაბამისი ნორმატიული აქტების დანაწესების მიხედვით საქმიანობაზე პასუხისმგებელია მეწარმე სუბიქტი. შესაბამისად, სწორედ საქმიანობაში გამოვლენილი უსწრობა უდევს საფუძვლად სახდელის დაკისებას.

 

7.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი (ძალადაკარგულია 2019 წლის 1 იანვრიდან, 28.02.2018წ. №37/04 ბრძანებით) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №114- ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში , თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №114- ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი“ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდიანრე, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.

 

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარეპერიმეტრზე არსებული ვიდეოჩანაწერის არარსებობა ვერ იქნება გამართლებული კომპიუტერული სისტემის დროებითი გაუმართაობით, ვინაიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ნორმატიული აქტის შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გამართულ მდგომარეობაში, მათ შორის სათანადო ჩანაწერის დაცვის უზრუნველყოფით.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა------------–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე