საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების განკარგვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 02/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №263

2009 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების განკარგვის შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს თავის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (ქ. ფოთი, დ. თავდადებულის ქ. №4, ქ. ოზურგეთი, ი. შემოქმედელის ქ. №3 და ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ. №8) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემა შემდგომი განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ქონების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური