განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2018
საქმის ნომერი
330310117001943519
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117001943519

საქმე №3ბ/3100-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გ------- გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი/მ მ------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი;

წარმომადგენელი - მ------------------ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017წლის 24 აპრილის №-----კ განკარგულება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი/მ „მ------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №237-1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის 27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1----- ბრძანების საფუძველზე: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების წამყვან სპეციალისტს - გ------- მ------ეს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალიტს - ლ---- ჩ-----ს დაევალა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცველილი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების შესრულების შემოწმება. 2. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 27 მარტიდან 2017 წლის 11 აპრილამდე. (ტომი I, ს.ფ. 139).

 

4.2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგ №0------) 2017 წლის 21 აპრილის №315-1კ შემოწმების აქტის თანახმად, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი მოთხოვნები, კერძოდ: 176 შემთხვევაში დარღვეულია დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირის იდენტიფიკაციისათვის დადგენილი მოთხოვნები (დანართი №1). 176 შემთხვევაში დარღვეულია დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (დანართი №2). (ტომი I, ს.ფ. 122-138).

 

4.3. „ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №-----კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1----- ბრძანების საფუძველზე: 1. ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 176 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 17 600 (ჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი. 2. ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 176 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე „მ----- გ-----ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 17 600 (ჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი. 3. ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 35 200 (ოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ითვალისწინებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.

 

საქმის პირველი ინსტანციაში განხილვის დროს მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სადავო ოპერაციების თანხების ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეკისრებოდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, რომელსაც ეკისრება კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება, ასევე ვალდებულია რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე განახორციელოს რისკის შესაბამისი დონის მინიჭება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა. სწორედ აღნიშნული პროცედურის დაცვის შემდეგ შესაძლებელია მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოპერაციის მიმართ გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით მოსარჩელეს არ გააჩნდა რისკების მართვის სათანადო სისტემა და არ ახორციელებდა რისკის მინიჭებას, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

სასამართლომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №-----კ განკარგულების მე-2 პუნქტის და 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმებით აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ ასევე დარღვეულად მიიჩნია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი და მიუთითა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ი.მ. მ------------ის მიერ არ არის აღრიცხული ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.

 

6. ი/მ მ------------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. ი/მ მ------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მისი არგუმენტები და გარიგების შინაარსის ამსახველი დოკუმენტები არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებად. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სარჩელი განიხილა ფორმალურად, არ ჩაწვდა საქმის შინაარსს და ზედმიწევნით გაიზიარა ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ერონული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე „მ----- გ-----ე“ (რეგისტრაციის N0------) აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, ხოლო „მონიტორინგის“ განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

 

პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობის 176 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 17 600 (ჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი.

 

ინდ. მეწარმე „მ------------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 176 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე „მ----- გ-----ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 17 600 (ჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი. ინდ. მეწარმე „მ----- გ-----ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 35 200 (ოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ითვალისწინებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სადავო ოპერაციების თანხების ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეკისრებოდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-10, 101 და 102 პუნქტების თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე; იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ; მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

 

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. ხოლო მითითებული მუხლის 131 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, რომელსაც ეკისრება კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება, ასევე ვალდებულია რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე განახორციელოს რისკის შესაბამისი დონის მინიჭება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა. სწორედ აღნიშნული პროცედურის დაცვის შემდეგ შესაძლებელია მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოპერაციის მიმართ გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით მოსარჩელეს არ გააჩნდა რისკების მართვის სათანადო სისტემა და არ ახორციელებდა რისკის მინიჭებას, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენას. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №-----კ განკარგულების მე-2 პუნქტის და 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ ასევე დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ი.მ. მ------------ის მიერ არ არის აღრიცხული ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა- გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა - გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დეტალურად განსაზღვრავენ პირის იდენტიფიკაციის აუცილებელ პროცედურებს და მისი განხორციელების საშუალებებს, ასევე ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მითითებული პროცედურების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მოსარჩელის არგუმენტს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების დარღვევის ფაქტი, ხოლო კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს ჯარიმის ოდენობას აღნიშნული დარღვევისთვის, მითითებული საკითხის განხილვა სცილდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ვინაიდან ინდ. მეწარმე „მ------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს, დარღვევის თითოეულ ფაქტზე მოსარჩელის დაჯარიმება 100 ლარის ოდენობით, ჯამში 35 200 ლარით, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

7.4. პალატა მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე „მ------------ესთან“ (რეგისტრაციის №0------) მიმართებაში, სახეზე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა. ამდენად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №-----კ განკარგულების გამოცემის და ინდ. მეწარმე „მ------------ის“დაჯარიმების საფუძველი.

 

ასევე, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი/მ მ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

გ------- გოგიაშვილი -

 

ილონა თოდუა -