„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საკადრო უფლებამოსილება
1. მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი:
ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა;
ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში;
გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
2. ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
3. ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანისა და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 17 აპრილი 2019 წ. N4498-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4498-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.04.001.017914.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4498-IIს, 17.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.017914 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4537900/