„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1192-VIIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200020000.05.001.020474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13​1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

1. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:

ა) საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, როგორებიცაა: ვალუტის გადაცვლა, გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება;

ბ) საგადახდო სისტემის მართვა ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;

გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:

გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის გაიცემა;

გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის გაცემული სესხი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს 12 თვისა;

გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ფულადი სახსრებით;

გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება, ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას თავის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტსივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების გადახდების განხორციელების მიზნით, მან უნდა შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ასეთ კომპანიასთან ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2021 წ.

N1192-VIIრს-Xმპ