„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ 13.09.2002
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 131. საკადრო უფლებამოსილება
1. მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი:
ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;
ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო;
გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი.
2. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში საჯარო კონკურსი ცხადდება ყველა იერარქიული რანგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით.
3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დასადგენად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის მიერ განსაზღვრული წესით აფასებს ამ პირს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ადგენს აღნიშნული პირის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 30 ივნისი 2017 წ. N1186-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1186-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 300010000.05.001.018541.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1186-IIს, 30.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.018541 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3731154/