„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) ვერტოდრომი − ვერტოდრომი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ნ) სამიმოსვლო ბილიკი − სამიმოსვლო ბილიკი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოები
1. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოა გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი, რომელიც ხორციელდება ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნას, რაც გულისხმობს პარამეტრების დადგენას კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ კოორდინატთა/ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა და ორიენტირების განსაზღვრის მიზნით;
ბ) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სხვა სამიმოსვლო ბილიკის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებით (მანძილმზომი და სხვა) გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრას;
დ) საავიაციო დაბრკოლების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას და სხვა.
2. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 10 აგვისტოდან.
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3570-Iს |