„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მედიაციის შესახებ 18.09.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები:
„მუხლი 131. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეთა შეთანხმებით, იგი შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
1. ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც:
ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან;
ბ) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან;
გ) დაამტკიცა სასამართლომ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში;
დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
2. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ.
3. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე მიღწეულ და დადებულ იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზედაც, რომლებიც აღსასრულებლად წარდგენილია ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV 16 თავის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 22 ივნისი 2021 წ. N667-IVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №667-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.020345.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №667-IVმს-Xმპ, 22.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.020345 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5194881/