განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2019
საქმის ნომერი
330310018002526739
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002526739

საქმე №3ბ/2509-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი;

წარმომადგენელი - თ-----------------ე, მ------------------ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------------–-–---–ი;

წარმომადგენელი - გ-----------–--ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანება ზ----------------–-–---–ის გათავისუფლების შესახებ.

 

1.2. საქართველოს ეროვნული ბანკს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ზ----------------–-–---–ის საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–----

დ----–----–------------------------–------------------------------------–------------–----------ის ს--–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

1.3. საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალოს ზ----------------–-–---–ს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, 2----–-–--------------იდან

სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ზ----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანება. საქართველოს ეროვნული ბანკს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ზ----------------–-–---–ის საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- დ----–----–------------------------–------------------------------------–------------–----------ის ს--–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ----------------–-–---–ს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, 2----–-–--------------იდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------–ის №----- ბრძანების თანახმად, ზ----------------–-–---–ი, 2----–-–---------------–იდან დაინიშნა ს--–---–--------–----------------------------------–-------–-----------------------ის ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------ის №------ ბრძანებით, გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებლად გავლის გამო, ზ----------------–-–---–ი, 2----–-–----------იდან დაინიშნა ს--–---–--------–----------------------------------–-------–-----------------------ის ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------ის №------ ბრძანების საფუძველზე, ზ----------------–-–---–ი გადაყვანილი იქნა ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- დ----–----–------------------------–------------------------------------–------------–----------ის მთავარი ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

4.2. 2----–-–--------------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ს, მოხსენებითი ბარათით მიმართა ს--–---–--------–----------------------------------–-------–-----------------------ის უ-------მა და აცნობა, რომ ა/წ პირველ ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული გასვლითი ღონისძიების შემდგომ, უკან გამომგზავრების დროს, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელ - ზ----------------–-–---–სა და სხვა დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მოხდა შელაპარაკება, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ზ----------------–-–---–მა ნასვამი მდგომარეობის გამო ვერ შეძლო თავის შეკავება და ხმამაღლა უცენზურო სიტყვების გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც თანამშრომლებს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამდენად, მოხსენებითი ბარათის თანახმად მიჩნეული იქნა, რომ ზ----------------–-–---–მა ჩაიდინა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, რაც მიმართული იყო საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ და აღნიშნული წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას.

 

4.3. 2----–-–--------------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის რ--------–--------–--------–---------------------------------------მა და მისმა მოადგილემ, ასევე მოხსენებითი ბარათებით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ს და აცნობეს, რომ გასვლითი ღონისძიებიდან დაბრუნებისას და შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე, ს--–---–--------–----------------------------------–-------–-----------------------ის თანამშრომელი - ზ----------------–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ხმამაღლა იყენებდა უცენზურო სიტყვებს ადგილზე მყოფი კოლექტივისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, ამასთან ერთ-ერთი თანამშრომელის მიმართ იწევდა ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად.

 

4.4. საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანების თანახმად, ზ----------------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- დ----–----–------------------------–------------------------------------–------------–----------ის მთავარი ს--–---–----ის თანამდებობიდან 2----–-–--------------იდან.

 

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის №------ გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ,,ზ----------------–-–---–ის განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანება და საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ----------------–-–---–ის საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- დ----–----–------------------------–------------------------------------–------------–----------ის მთავარი ს--–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ----------------–-–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან, ანუ 2----–-–--------------იდან მის სამსახურში აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო შემთხვევა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურის ეთიკური სტანდარტის დაუცველობას, რაც გამოიხატა მოხელის მხრიდან უცენზურო სიტყვების გამოყენებაში თანამშრომლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, რაც შეუსაბამობაში იყო კანონისა და ეთიკის მოთხოვნებთან, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ზ----------------–-–---–ი, 2011 წლიდან მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში და მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა, საქმეში წარმოდგენილი მასალით ასევე არ დგინდებოდა, რომ მისი მხრიდან არაეთიკურ ქცევას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ან ასეთ ქცევას მოცემულ შემთხვევაში რაიმე არსებითი ზიანი მოჰყვა, იგი არ უარყოფდა და ინანიებდა აღნიშნულ ფაქტს, რისთვისაც ჯერ კიდევ დისციპლინური წარმოების დაწყებამდე წერილობით მოუხადა ბოდიში კოლექტივს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მსჯელობა მისი პიროვნების თაობაზე, ასევე იმაზე - მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფრო მსუბუქი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების გზით რატომ იყო გამორიცხული მისი ქცევის დაკორექტირების და გაუმჯობესების შესაძლებლობა, რადგან მოსარჩელის ქცევას საფუძვლად დაედო მისი დაუფიქრებლობა და გაუფრთხილებლობა, რის გამოც პირდაპირ ყველაზე მკაცრი, უკიდურესი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სასამართლომ არაპროპორციულ ზომად მიიჩნია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის მიზანი იყო ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ თანამშრომლის შუსაბამო, შეუფერებელი ქცევის გამო მათზე ზემოქმედება მათი ქცევის შესაბამის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და მხოლოდ ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში იქნებოდა თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი მძიმე ფორმის გამოყენება, როგორც სამსახურიდან დათხოვნა იყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განთავისუფლების ბრძანებაში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ იყო დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში რატომ იყო ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი და რატომ მოიცავდა პასუხიმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს, ხოლო საქმის მასალების გაცნობის, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ იმ ეტაპზე ზ----------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა არ შეესაბამებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘’ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს.

 

ამასთან, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თანამდებობის პირი არ იყო შეზღუდული მითითებული ქცევის გამო გამოეყენებინა დისციპლინური პასუხიმგებლობის პროპორციული, თანაზომიერი ზომა და ამ გზით უზრუნველეყო ერთის მხრივ საჯარო ინტერესისი დაცვა მოსამსახურეზე ადეკვატური ზემოქმედება ქცევის გაუმჯობესების და გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომათა გრადაციის დაცვა და ამ გზით მისი კერძო ინტერესის - საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დაცვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------------–ის №----- ბრძანება (ს.ფ. 24);

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------ის №------ ბრძანება (ს.ფ. 26);

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------ის №------ ბრძანება (ს.ფ. 29);

- საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანება (ს.ფ. 33);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის №------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-72).

 

4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის გადაწყვეტილება ზ----------------–-–---–ის განთავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანების ბათილად ცნობის, ზ----------------–-–---–ის განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანება ზ----------------–-–---–ის განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე - საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღარების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს, მართლაც იქნა თუ არა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა, უპირველესად შესწავლილი და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმის ყველა არსებითი გარემოება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. პალატამ აღნიშნა, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისათვის უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა დისციპლინური წარმოების ფარგლებში თავად იმ პირის გამოკითხვას, ვისთანაც ზ----------------–-–---–ს კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა ეს პირი მოწვეული და გამოკითხული არ ყოფილა, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი ზუსტი ვინაობაც კი უცნობი იყო. პალატამ განმარტა - მართალია, უცენზურო სიტყვების მრავალგზის ხმარება, რა მოტივითაც არ უნდა ხდებოდეს ეს და ვისი გამოწვევითაც, შესაძლოა წარმოადგენდეს დისციპლინურ გადაცდომას, თუმცა კონფლიქტში უშუალოდ ჩართული და მისი ერთ-ერთი მონაწილე პირის მოუწვევლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მისი მოსაზრების, ახსნა-განმარტების, მოტივების თუ „თავის მართლების“ მოუსმენლობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოუკვლეველობას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზ----------------–-–---–ის ქმედება ისე იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს შემთხვევის შემსწრე პირები - მოწმეები და დაეყრდნო მხოლოდ მოხსენებით ბარათებს (3 მოხსენებითი ბარათი). ამასთან, ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიჩნეული იქნა რა დისციპლინურ გადაცდომად და შეეფარდა რა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან განთავისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული (რადგან ამგვარი რამ არ იკვეთება არც გასაჩივრებული აქტიდან, რომელიც თითქმის დაუსაბუთებელია და არც საქმის სხვა მასალებიდან) ის, რომ იგი დისციპლინურად სახდელდაუდებელი იყო, რომ ხასიათდებოდა დადებითად, რომ წარმატებით ჰქონდა გავლილი სხვადასხვა ტიპის პროფესიული მომზადება და ასევე, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა მსჯელობას ჩადენილი გადაცდომისათვის შეფარდებული დისციპლინური ღონისძიების პროპორციულობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ზ----------------–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის №ბს-1076-1070 (2კ-17) განჩინებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზ----------------–-–---–ის საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილება (ს.ფ. 73-93);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის №ბს-1076-1070 (2კ-17) განჩინება (ს.ფ. 94-97).

 

4.7. საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–---------ის №------ ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლის - ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტის ხელახლა გამოსაკვლევად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–---------ის №------ ბრძანება (ს.ფ. 210).

 

4.8. 2----–-–----------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის თ-------------ეს №------------ მოხსნებითი ბარათით მიმართა ს--–---–--------–-----------------------------------–-------–-----------------------ის პ------–---------------------მა ს--–---–----მა - გ--------–---–---ემ, სადაც მიუთითა, რომ 2----–-–---------------ში, ეროვნული ბანკის ორგანიზებით თანმშრომლებისათვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება კ-----ში, კ-------ის „------------ში“. ღონისძიების შემდგომ მათი ტრასპორტირება კ-------იდან თბილისში განხორციელდა ავტობუსით.

 

გ--------–---–---ემ აღნიშნა, რომ ავტობუსში თავად, თ------------–---–ი და ზ------ ს--------–-–---–ი საუბრობდნენ, რა დროსაც ზ----------------–-–---–მა გამოიყენა რამდენიმე უცენზურო სიტყვა. მისი განმარტებით საუბარი იყო ზოგადი და არ იყო მიმართული ვინმეს შეურაცხყოფისკენ. აღნიშნულზე მათთან მივიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც პირადად არ იცნობდა და რომელიც ასევე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობში და რომელმაც ზ-----ს აგრესიულად მოუწოდა, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენებისგან თავი შეეკავებინა, რადგან ავტობუსში ისხდნენ ქალბატონები. ზ-----მაც აგრესიულად უპასუხა და დაიძაბა სიტუაცია. მათ გაშველებას ცდილობდნენ თანამშრომლები, რის გამოც გაჩერდა ავტობუსი და მან დაინახა, რომ ზ----- ქვევით იყო ჩასული და იყო კიდევ უფრო განერვიულებული. მისი განმარტებით, ზ-----მ განერვიულების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ უ-------------ის თანამშრომელმა (მ--–---- ღ--------–---–ი) უხეშად ჩაიყვანა იგი ავტობუსიდან. გ--------–---–---ემ მიუთითა ასევე, რომ ქ. თბილისში დაბრუნების შემდგომ, ეროვნული ბანკის მანქანების სადგომთან ზ-----მ მ--–----ს მოსთხოვა აეხსნა მისი ავტობუსიდან უხეშად ჩაყვანის მიზეზი, რაზეც მ--–----მა უპასუხა, რომ ჯობდა მოგვიანებით გაერკვიათ სიტუაცია.

 

2----–-–----------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის თ-------------ეს, №------------ მოხსნებითი ბარათით მიმართა ს--–---–--------–-----------------------------------–-------–-----------------------ის უ-------მა - ო----- გ--------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ზ----------------–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სხვა დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელთან. აღნიშნულ შელაპარაკებას მიზეზად უძღვოდა სხვა თანამშრომლის მიერ მიცემული შენიშვნა ზ------ის მიერ უცენზურო სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

2----–-–----------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის თ-------------ეს, №------------ მოხსნებითი ბარათით მიმართა ს--–---–--------–-----------------------------------–-------–-----------------------ის მ---

თ------ის წ------მა ს--–---–----მა - თ------------–---–მა. მოხსენებით ბარათში მიუთითა, რომ ავტობუსში, თანამშრომლების ნაწილმა დაიწყო სხვადასხვა თამაში, რაც იწვევდა ხმაურს, თუმცა დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. ამ დროს იგი, გ--------–---–---ე და ზ----------------–-–---–ი საუბრობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც ზ-----მ გამოიყენა რამდენიმე უცენზურო სიტყვა, რომელიც უკავშირდებოდა კერძო საუბარს, იყო ზოგადი და არ იყო მიმართული ვინმეს შეურაცხყოფისკენ. რა დროსაც ერთ-ერთი თნამშრომელი, რომელსაც პირადად არ იცნობდნენ და რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ასევე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მათთან და ზ-----ს აგრესიულად მოუწოდა, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენებისგან თავი შეეკავებინა, რადგან ავტობუსში ქალბატონები ისხდნენ.

 

აგრესიული ტონით მოწოდებაზე ზ-----მაც აგრესიულად უპასუხა და ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია. აღნიშნულის გამო ავტობუსი გაჩერდა და ზ----- ჩაიყვანეს ავტობუსიდან. მისი განმარტებით, ზ----- კიდევ უფრო განერვიულდა, რის მიზეზადაც ასახელებდა იმას, რომ „უ-------------ის თანამშრომელმა ყელში მოკიდა ხელი და ჩაათრია ქვემოთ“. რამდენიმე წუთიანი გაჩერების შემდეგ, როცა ზ----- შედარებით დამშვიდდა, დაბრუნდნენ ავტობუსში და გააგრძელეს გზა თბილისისკენ. გზაში ხდებოდა შიგადაშიგ ზ-----სთან საუბარი, რომ დამშვიდებულიყო და აღარ ენერვიულა.

 

თ------------–---–მა მიუთითა, რომ თბილისში ჩამოსვლისას, ეროვნული ბანკის მანქანების სადგომთან ზ----- ითხოვდა უ-------------ის თანამშრომლისგან მისი ავტობუსიდან ჩაყვანის ინციდენტის მიზეზის ახსნას, რაზეც უ-------------ის თანამშრომელმა უთხრა, რომ დაშლილიყვნენ და ორშაბათს გაერკვიათ სიტუაცია.

 

2----–-–----------ს, საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის თ-------------ეს, №------------ და №------------ მოხსნებითი ბარათებით მიმართეს ს-------–----------------–-–------------------------------------------------------------------–--ის მ--- თ------ის უ-------მა ს--–---–----მა - კ------------ე გ-------მ და 1-ლი თ------ის მთავარმა ს--–---–----მა - დ----- ჩ----ემ. მოხსენებით ბარათში მიუთითეს, რომ 2----–-–-----------------ს ბანკის კორპორატიული ღონისძიებიდან დაბრუნებისას, ავტობუსში, ზ----------------–-–---–ს ხმამაღალი უცენზურო საუბრისათვის მისცეს შენიშვნა და სთხოვეს უხამსი სიტყვებისგან თავი შეეკავებინა, რასაც მოყვა შელაპარაკება. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მათ შორის ჩადგნენ თანამშრომლები, რის შემდეგაც ზ----- ს--------–-–---–ი ჩაიყვანეს ავტობუსიდან, ხოლო ისინი გადაჯდნენ ავტობუსის წინა მხარეს. რის შემდეგაც ზ-----ს დაბრუნების შემდეგ არც ავტობუსში და არც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მათ შორის კონტაქტი აღარ შემდგარა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2----–-–----------ის №------------, №------------, №------------, №------------ და №------------ მოხსნებითი ბარათები (ს.ფ. 203-208).

 

4.9. საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის 2----–-–--------------- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის მიერ მომზადდა დასკვნა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლის - ზ----------------–-–---–ის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში. კომისიამ მსჯელობისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პროფესიონალიზმი არ გულისხმობდა მხოლოდ საქმიანობისათვის აუცილებელი კარგად განვითარებული უნარ-ჩვევების არსებობას, არამედ ამავდროულად გულისხმობდა ეთიკურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ეფექტური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. საჯარო მოხელის სტატუსი თავისი ფუნქციური და ხასიათობრივი ბუნებით მოიცავდა მთელ რიგ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობის გაცნობიერების მაღალ მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებს.

 

კომისიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეთიკური ქცევა გულისხმობდა მაღალი მორალური სტანდარტების დაცვას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სამსახურეობრივი საქმიანობის მიღმა. დასკვნის თანახმად ზ----------------–-–---–ის მიერ ეთიკური ქცევის დარღვევა დადასტურებული იქნა ეროვნული ბანკის არაერთი თანამშრომლის მიერ, შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოპოვებულ/შესწავლილ ინფორმაციაზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასტურდებოდა ზ----------------–-–---–ის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი - ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

კომისიის აზრით, ზ----------------–-–---–ის ქმედებაზე ადეკვატური რეაგირების მოხდენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის კორპორატიული კულტურისათვის, რომ მას ჰქონოდა სხვა თანამშრომლებისათვის მსგავსი ქცევის პრევენციის ფუნქცია.

 

გარდა იმისა, რომ ზ----------------–-–---–ის მიერ ზიანი მიადგა ეროვნული ბანკის რეპუტაციას, იგი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა როგორც მის უშუალო ხელმძღვანელს, ასევე ეროვნული ბანკის არაერთ თანამშრომელს, შესაბამისად, მასთან კოლეგიალური ურთიერთობის გაგრძელება კომისიის აზრით რთული იქნებოდა. ამიტომ კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების რეალური აუცილებლობა. კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება შესაძლებელი იყო შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, თუმცა მორალური ღირებულებებისა და ეთიკური ქცევის მართვა სირთულეს წარმოადგენდა და პროგნოზირება იმისა, თუ რამდენად შეძლებდა თანამშრომელი სამომავლოდ მსგავსი ტიპის ქცევის თავიდან არიდებას, შეუძლებელი იყო.

 

კომისიამ დამატებით აღნიშნა, რომ ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ითვლებოდა მძიმედ, რადგან ამ ქცევის შედეგად ზიანი მიადგა ეროვნული ბანკის რეპუტაციას და საჯარო ინტერესს, რაც დასტურდებოდა ინციდენტის შემსწრე პირების გამოკითხვით.

 

კომისიამ იმსჯელა ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება. კომისიის აზრით, პასუხისმგებლობის ამ ზომის გამოყენება განპირობებული იყო ორი ძირითადი მიზეზით: 1. ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობით და 2. ეროვნული ბანკის საკადრო პოლიტიკის გათვალისწინებით სხვა თანამშრომელთა მიმართ პრევენციული ხასიათის ღონისძიების აუცილებლობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის 2----–-–-----

ივნისის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 183-191).

 

4.10. საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 94-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------------------- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შინაგანაწესის მე-11 მუხლისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის 2----–-–--------------- ოქმის (დასკვნის) საფუძველზე, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო (ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ), ზ----------------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- და ს-–----–------------------------–ი ს---------------------------------–--ის 1-ლი თ------ის მთავარი ს--–---–----ის თანამდებობიდან, 2----–-–--------------იდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანება (ს.ფ. 21).

 

4.11. 2----–-–---------------–ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ღ--------–---–მა ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ავტობუსში იყო ხმაური და კონფლიქტი, თუმცა მისთვის აღნიშნულის მიზეზი უცნობია. მისი განმარტებით, მხარეების გაშველების მიზნით ზ----------------–-–---–ი ავტობუსიდან ჩაიყვანეს თანამშრომლებმა. მისი შეფასებით ზ----------------–-–---–ის მოქმედება იყო

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის ქმედება.

 

2----–-–---------------–ის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა - კ------------ე გ-------მ განმარტა, რომ მასსა და ზ----------------–-–---–ს შორის მოხდა შეკამათება ზ------ის მხრიდან უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო. თუმცა არც მისი მხრიდან და არც ზ------ის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, ისინი თანამშრომლებმა გააშველეს და შემდგომ კონფლიქტი აღარ გაგრძელებულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2----–-–---------------–ის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 240-245)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანება შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მ--- ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.

 

5.2. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პ------------ის ადმინისტრაციაში, საქართველოს პ------------ის, საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------ის №------ ბრძანებით, ზ----------------–-–---–ი, 2----–-–----------იდან დაინიშნა ს--–---–--------–-------------------------------------–--------–-----------------------ის ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------ის №------ ბრძანების საფუძველზე, ზ----------------–-–---–ი გადაყვანილი იქნა ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- და ს-–----–-------------------------–--------------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანების თანახმად, ზ----------------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–-------------------------------–---------------–----–----------------------------–ი ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობიდან 2----–-–--------------იდან.

 

5.3. სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის №3ბ/1552-17 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანება ზ----------------–-–---–ის განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე - საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, იმისათვის, რომ დადგენილიყო იქნა თუ არა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა, ამისათვის უპირველესად შესწავლილი და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმის ყველა არსებითი გარემოება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. პალატა აღნიშნავდა, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისათვის უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა დისციპლინური წარმოების ფარგლებში თავად იმ პირის გამოკითხვას, ვისთანაც ზ----------------–-–---–ს კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა ეს პირი მოწვეული და გამოკითხული არ ყოფილა, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი ზუსტი ვინაობაც კი უცნობი იყო.

 

პალატა აღნიშნულ გადწყვეტილებაში განმარტავდა, რომ ზ----------------–-–---–ის ქმედება ისე იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუკითხავს შემთხვევის შემსწრე პირები - მოწმეები და დაეყრდნო მხოლოდ მოხსენებით ბარათებს (3 მოხსენებითი ბარათი). ამასთან, ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიჩნეული იქნა რა დისციპლინურ გადაცდომად და შეეფარდა რა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან განთავისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული ის, რომ იგი დისციპლინურად სახდელდაუდებელი იყო, რომ ხასიათდებოდა დადებითად, რომ წარმატებით ქონდა გავლილი სხვადასხვა ტიპის პროფესიული მომზადება და ასევე, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა მსჯელობას ჩადენილი გადაცდომისათვის შეფარდებული დისციპლინური ღონისძიების პროპორციულობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ზ----------------–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის მიერ, 2----–-–----------ს გამოცემული იქნა №------ ბრძანება, რომლითაც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 94-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2-----–-–-------------------------- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ბანკის შინაგანაწესის მე-11 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დ--–---–--------–-----------------იის 2----–-–--------------- ოქმის (დასკვნის) საფუძველზე, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო - ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, ზ----------------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- და ს-–----–------------------------–ი ს---------------------------------–--ის 1-ლი თ------ის მთავარი ს--–---–----ის თანამდებობიდან 2----–-–--------------იდან.

 

5.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

 

სასამართლომ, ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განამრტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლომ მიუთითა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. ამავე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

მითითებული კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------------------- ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შინაგანაწესზე“, რომლის მე-11 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინურ პასუხისმგებლობათა სახეების გრადაცია სიმძიმის მიხედვით. აღნიშნული მუხლის თანახმად, თანამშრომლის მიერ შრომის დისციპლინისა და შინაგანაწესის დარღვევის სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის შეჩერებით - არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) სამსახურიდან განთავისუფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რამაც გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავდა ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ასევე, დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო დაწესებულების რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება. დისციპლინური გადაცდომის მძიმე დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიცირებისათვის კომისიამ სხდომის ოქმში მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ამ ქცევის შედეგად ზიანი მიადგა ეროვნული ბანკის რეპუტაციას და საჯარო ინტერესს, რაც დასტურდებოდა ინციდენტის შემსწრე პირების გამოკითხვით, ხოლო დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებისას კომისიამ მიუთითა ორ ფაქტობრივ გარემოებაზე: 1. ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობით და 2. ეროვნული ბანკის საკადრო პოლიტიკის გათვალისწინებით სხვა თანამშრომელთა მიმართ პრევენციული ხასიათის ღონისძიების აუცილებლობით.

 

5.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზ------ ს--------–-–---–ის მიმართ საკითხის განხილვისას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ბანკის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მაგრამ ამასთან იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ამასთან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას და გამოყენებელი ზომის პროპორციულობის გარკვევა შესაძლებელია საქმის ყველა გარემოების დადგენის და შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზ----------------–-–---–ის მიერ არაეთიკური საქციელის ჩადენის ფაქტი არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილებით და შემდეგ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. გადაწყვეტილებებში მითითებული იქნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა იმ გარემოების შეფასება, რომ - ზ----------------–-–---–ი 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხასიათდებოდა დადებითად, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინარული ღონისძიება და რაც მთავარია იგი არასდროს არ ყოფილა შემჩნეული არაეთიკური საქციელის ჩადენაში და არაერთგზის ჰქონდა მიღებული პრემია. ასევე არ იყო შეფასებული ის გარემოება, რომ მანამ, სანამ ზ----------------–-–---–ის მიმართ დაიწყებოდა დისციპლინარული წარმოება, მან აღიარა მისი მხრიდან არაეთიკური საქციელის ჩადენის ფაქტი და თანამშრომლებს მოუხადა ბოდიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ სასამართლოების მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მიუხედავად ზ----------------–-–---–ის მხრიდან ჩადენილი არაეთიკური საქციელისა, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, განხილვის მომენტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენდა შეუსაბამოდ მკაცრ ზომას.

 

შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დაედგინა და გამოეკითხა ის პირი, ან პირები, ვისთანაც ზ----------------–-–---–ს მოუვიდა კონფლიქტი, რის შემდეგაც შეეფასებინა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხასიათი და გამოეყენებინა პასუხისმგებლობის პროპორციული ღონისძიება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტში მონაწილე პირების - ს-------–-----------------–-–---------------------------------------------------------------------–--ის მ--- თ------ის უ-------ი ს--–---–----ის - კ------------ე გ-------სა და 1-ლი თ------ის მთავარმა ს--–---–----ის - დ----- ჩ----ის 2----–-–----------ის №------------ და №------------ მოხსნებით ბარათებზე. მათ განმარტეს, რომ 2----–-–-----------------ს ბანკის კორპორატიული ღონისძიებიდან დაბრუნებისას, ავტობუსში, ზ----------------–-–---–ს ხმამაღალი უცენზურო საუბრისათვის მისცეს შენიშვნა და სთხოვეს უხამსი სიტყვებისგან თავი შეეკავებინა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება.

 

სასამართლომ მიუთითა, ასევე, 2----–-–---------------–ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ--–---- ღ--------–---–ის განმარტებაზე, რომელმაც ინციდენტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ავტობუსში იყო ხმაური და კონფლიქტი, თუმცა მისთვის აღნიშნულის მიზეზი უცნობია. მისი განმარტებით, მხარეების გაშველების მიზნით ზ----------------–-–---–ი ავტობუსიდან ჩაიყვანეს თანამშრომლებმა. მისი შეფასებით ზ----------------–-–---–ის მოქმედება იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის ქმედება.

 

ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------ე გ-------მ განმარტა, რომ მასსა და ზ----------------–-–---–ს შორის მოხდა შეკამათება ზ------ის მხრიდან უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო. თუმცა არც მისი მხრიდან და არც ზ------ის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, ისინი თანამშრომლებმა გააშველეს და შემდგომ კონფლიქტი აღარ გაგრძელებულა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას და ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა დაკითხვისას, ისეთი ახალი გარემოება, რაც არ იყო დადგენილი და შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ გამოკვეთილა, შესაბამისად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, ხარისხი და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება არაპროპორციული იყო, რადგან სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოპასუხე მხარის არგუმენტაციას ერთ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის მძიმე გადაცდომად დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან არ დგინდებოდა, თუ რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელის ქმედებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაციას და საჯარო ინტერესს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ბანკის საკადრო პოლიტიკის გათვალისწინებით სხვა თანამშრომელთა მიმართ პრევენციული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, სასამართლოს მიიჩნია, რომ მისი გამოყენება რასაკვირველია დასაშვები და აუცილებელიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იყო არგუმენტირებული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება რატომ იყო აუცილებელი და უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მათ მიერ მითითებული მიზნების მიღწევას. ასევე არ არის დასაბუთებული და სასამართლოსთვის გაუგებარია რატომ იყო შეუძლებელი პროპორციული დისციპლინური ღონისძიების გამოყენების პირობებში ზ----------------–-–---–ის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობის გაგრძელება.

 

5.6. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მ--- ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის მიერ ისე იქნა გამოცემული სადაო ადმინისტრაციული აქტი, რომ ისევ არ იქნა გათვალისწინებული ზ------ ს--------–-–---–ითან დაკავშირებით ის გარემოებები, რაც მითითებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ის, რომ მოსარჩელე დისციპლინურად სახდელდაუდებელი იყო, ხასიათდებოდა დადებითად, წარმატებით ჰქონდა გავლილი სხვადასხვა ტიპის პროფესიული მომზადება და ა.შ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტის უკანონობა, რაც შესაბამისად იწვევდა საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანების ბათილად ცნობას.

 

5.7. სასამართლომ მოიხმო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–------------------------------------–-------–---------------------------–-------- ს-–----–------------------------–ის---------------------------------–--ის პირველი თ------ის ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

5.8. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა დავალებოდა ზ----------------–-–---–ისთვის აენაზღაურებინა მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, 2----–-–--------------იდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

6.1. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები:

საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.2. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტი, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს ზ----------------–-–---–ის ქცევის/გადაცდომის სამართლებრივი შეფასებისას ფაქტობრივად არ უმსჯელია ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ძირითად დოკუმენტზე - დისციპლინური კომისიის ოქმზე, არ შეფასებულა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და რეალურად, ყურადღების მიღმა დატოვა დისციპლინური წარმოების პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმ საკითხზეც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას არ გამოიკვეთა ისეთი ახალი გარემობა, რაც არ იყო დადგენილი და შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესწავლილი იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განსაზღვრული საკითხები - გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი გარემოება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ეროვნული ბანკის არგუმენტები მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის მძიმე გადაცდომად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის ქმედებით რა ზიანი მიადგა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რეპუტაციას და საჯარო ინტერესს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა მოსაჩელის მიერ ჩადენილი ქმედება და განმარტავს, რომ სადავო აქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალა მოიცავს დეტალურ, ვრცელ და დასაბუთებას, როგორც ქმედების შეფასებებთან, ასევე მის ადეკვატურ დისციპლინური ღონისძიებასთან მიმართებით. დისციპლინური წარმოების კომისიის ოქმის დასკვნით ნაწილში არგუმენტირებულადაა მითითებული ყველა გარემოებაზე, რომლის შესაბამისადც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება.

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

7.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

7.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

7.4. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

7.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს აპელანტ ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხომ არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება.

 

პალატა პირველყოვლისა აღნიშნავს, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

უდავოა, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–----------ის №------ ბრძანებით, ზ----------------–-–---–ი, 2----–-–----------იდან დაინიშნა ს--–---–--------–-------------------------------------–--------–-----------------------ის ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–---------ის №------ ბრძანების საფუძველზე, ზ----------------–-–---–ი გადაყვანილი იქნა ს--–---–--------–----------------------------------–-------–---------------------------–---- და ს-–----–-------------------------–--------------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამასთან, საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პ------------ის ადმინისტრაციაში, საქართველოს პ------------ის, საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ----------------–-–---–ი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პალატა, განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მოსამსახურე უნდა იაზრებდეს და დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო სათანადოდ უზრუნველყოფდეს დასაქმებულის შრომით ინტერესს, უფრო მეტიც უნდა ითვალისწინებდეს იმ შრომასა და ძალისხმევას, რასაც პირი სწევს სახელმწიფო/საჯარო ინტერესისთვის. ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლიანად და კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს, უნდა იკვლევდეს საქმის გარემოებებს და ამის შემდეგ უნდა ირჩევდეს საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გზას. დისკრეციულობა არ არის ის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებელია ზედაპირულად დასაბუთთეს. დისკრეციული უფლებმოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა დასაბუთთეს, რადგან მეორე მხარე უფლებამოსილია იცოდეს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანების თანახმად, ზ----------------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–----------------------------------–-------–-------------------------------–---------------–----–----------------------------–ი ს---------------------------------–--ის პ------–---------------------ი ს--–---–----ის თანამდებობიდან 2----–-–--------------იდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–--------------ის №------ ბრძანების წარმოადგენს ინდივილუარ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და იგი აუცილებელად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

გარდა, ამისა, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობს პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში (საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის მ--- და მე-7 მუხლები).

 

განსახილველ შემთხვევაში, ცალსხაა, რომ ზ------ ს--------–-–---–ის მიმართ საკითხის განხილვისას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ბანკის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ამასთან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას და გამოყენებელი ზომის პროპორციულობის გარკვევა შესაძლებელია საქმის ყველა გარემოების დადგენის და შეფასების შედეგად.

 

ცალსახაა, რომ ზ----------------–-–---–ის მიერ არაეთიკური საქციელის ჩადენის ფაქტი არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილებით და შემდეგ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. გადაწყვეტილებებში ხაზგასმით იქნა მითითებული ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა იმ გარემოების შეფასება, რომ - ზ----------------–-–---–ი 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხასიათდებოდა დადებითად, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინარული ღონისძიება და რაც მთავარია იგი არასდროს არ ყოფილა შემჩნეული არაეთიკური საქციელის ჩადენაში და არაერთგზის ჰქონდა მიღებული პრემია. ასევე არ იყო შეფასებული ის გარემოება, რომ მანამ, სანამ ზ----------------–-–---–ის მიმართ დაიწყებოდა დისციპლინარული წარმოება, მან აღიარა მისი მხრიდან არაეთიკური საქციელის ჩადენის ფაქტი და თანამშრომლებს მოუხადა ბოდიში.

 

,,საჯარო სმსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. ამავე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------------------- ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შინაგანაწესზე“, რომლის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობათა სახეების გრადაცია სიმძიმის მიხედვით. აღნიშნული მუხლის თანახმად, თანამშრომლის მიერ შრომის დისციპლინისა და შინაგანაწესის დარღვევის სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის შეჩერებით - არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) სამსახურიდან განთავისუფლება.

 

პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად ზ----------------–-–---–ის მხრიდან ჩადენილი არაეთიკური საქციელისა, მის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მძიმე - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, რომელიც ,,საჯარო სმსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის თანახმად, შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

 

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის #3ბ/1552-17 გადაწყვეტილების შესაბამისად დაევალა საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დაედგინა და გამოეკითხა ის პირი, ან პირები, ვისთანაც ზ----------------–-–---–ს მოუვიდა კონფლიქტი, რის შემდეგაც შეეფასებინა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხასიათი და მხოლოდ ამის შემდგომ გამოეყენებინა ჩადენილი ქმედების პროპორციული ღონისძიება.

 

მიუხედავად აღნიშნული მითითებისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის მიერ ისე იქნა გამოცემული სადაო ადმინისტრაციული აქტი, რომ კვლავ არ იქნა გათვალისწინებული ზ------ ს--------–-–---–ითან დაკავშირებით ის გარემოებები, რაც მითითებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ის, რომ მოსარჩელე დისციპლინურად სახდელდაუდებელი იყო, ხასიათდებოდა დადებითად, წარმატებით ჰქონდა გავლილი სხვადასხვა ტიპის პროფესიული მომზადება და ა.შ., რაც შესაბამისად იწვევდა საქართველოს ეროვნული ბანკის პ------------ის 2----–-–----------ის №------ ბრძანების ბათილად ცნობას.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის ს--–---–--------–------------------------------------–-------–---------------------------–-------- ს-–----–------------------------–ი ს---------------------------------–--ის პირველი თ------ის ს--–---–----ის თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.

 

7.8. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდურის გასამრჯელო.

 

პალატა მოუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში ასევე განმარტავს, „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4)

 

პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6), იძულებით განაცდური ხელფასი წარმოადგენს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12), რეალურად მიყენებული ზარალის ოდენობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ განაცდური პერიოდის ხანგრძლივობაზე და ყოველ კონკრეტულ მოხელესთან მიმართებით შესაძლებელია, განსხვავებული იყოს. შესაბამისად, მისი ოდენობა შესაძლოა იყოს 3 თვის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლები ან მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მას. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

 

ამრიგად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა დაევალს ზ----------------–-–---–ს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, 2----–-–--------------იდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა