რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №282

2017 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 28 თებერვლის №171 განკარგულება და რკ „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 237078906) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2. რკ „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ირაკლი ბაქანიძე (პირადი ნომერი: 33001012111).

3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის N266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

                                                                                   მურთაზ კიკორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება „რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2017.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 28.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №282.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება „რეგისტრირებული კოოპერატივის „სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №282, 28.03.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3628862/