რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკიs ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №430
2016 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 19 სექტემბრის №434 განკარგულება და რკ საკრედიტო კავშირს „განთიადი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237081475) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია;
2. რკ საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ლალი ბოლქვაძე (პირადი ნომერი 33001038948);
3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ოთარ ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 13.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №430.
- სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №430, 13.07.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3348263/