რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №196

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირისთვის „მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რეგისტრირებულ კოოპერატივს – საკრედიტო კავშირს „მეჯინისწყალი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 248384680) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკრედიტო კავშირისთვის „მეჯინისწყალისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 14 იანვრის №42 განკარგულება;

3. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „მეჯინისწალი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ემზარ სურმანიძე (პირადი ნომერი 61006003701);

4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული  წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;

5.  აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

მურთაზ კიკორია

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2018.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 04.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №196.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირისთვის “მეჯინისწყალი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №196, 04.05.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4183339/