რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №251

2018 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის და 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404876568) გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „ეთიკკაპიტალი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 7 მარტის №230 განკარგულება.

3. რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ლევან ნანსყანი (პირადი ნომერი: 62004024797). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.  აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5.  ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge).

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2018.
როდის იქნა მიღებული „რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
„რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 18.06.2018. მიმღები ორგანო — ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №251.
სად არის „რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რკ „საკრედიტო კავშირი ეთიკკაპიტალის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“, №251, 18.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4229476/