რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №198

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1.რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 244960618) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგისტრირებული კოოპერატივისთვის „მათხოჯის საკრედიტო კავშირისთვის“ ლიცენზიის და სალიცენზიო მოწმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №160 განკარგულება;

3. რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ზაირა ბარაბაძე (პირადი ნომერი 55001016559).

4. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;

5.  აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.  ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

მურთაზ კიკორია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2018.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 04.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №198.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „მათხოჯის საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №198, 04.05.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4183383/