რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518018, 19/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №443

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის №818 განკარგულება და საკრედიტო კავშირს „ალამბარი“ გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია №1640056.

2. საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნოდარ შამილაძე.

აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                  ო. ნადარაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2011.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 13.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №443.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №443, 13.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1331000/