რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №948
2017 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირ კვალითის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს რ.კ. „საკრედიტო კავშირ კვალითის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 230050486) ლიკვიდაციის პროცესი;
2. რ.კ. „საკრედიტო კავშირი კვალითი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 230050486) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან;
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი რეაგირებისათვის;
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ მიღებულია 05.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №948.
- სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“, №948, 05.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3920906/