რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№703
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №703

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესი.

2. „ჭოგნარის საკრედიტო კავშირი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. N6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არჩილ მესტვირიშვილი

 

    

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2016.
როდის იქნა მიღებული „რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
„რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ მიღებულია 25.11.2016. მიმღები ორგანო — ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №703.
სად არის „რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“, №703, 25.11.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3449562/