1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.
2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.
3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 171. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი 1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით. 2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. 3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება