1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს.
2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით.
3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:
ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა;
ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;
გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა;
დ) იგი გარდაიცვალა.
5. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას.
6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე.
7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;
ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;
გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.09.2009).
წინა რედაქცია (12.10.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორულის სამსახური 1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორულის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორულის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს. 2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით. 3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსსი არ შეუიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) მას ამოეწურია უფლებამოს შილების 7-წლიანი ვადა; ბ) იგი პირადი განცხადების საც ფუძვერლზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს; გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა; დ) იგი გარდაიცვალა. 35. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას. 6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე. 7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი; ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენის მიზნითად შეადგინოს გაწეული საქმუშიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ; გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018