განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001815748
საქმე N3ბ/2319-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა------ ლ------ე;
წარმომადგენლები - ლ----–------ე, ქ------ნ კ-----–----ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი;
წარმომადგენელი - მ----ა ღ----------ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 26 იანვრის N1----- განკარგულების ბათილად ცნობა;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკი არ დაეთანხმა სარჩელს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა------ ლ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 08 დეკემბრის №1------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის 27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის საფუძველზე: საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების წამყვან სპეციალისტს დაევალათ შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ, 2016 წლის 4 ივლისიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის№1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“, „დ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულების შემოწმება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე (ს.ფ. 57).
4.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად: „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ (რეგ. №0------) მიერ არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია და სათანადო გადაწყვეტილებებით არ არის განსაზღვრული მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირები. პუნქტში არსებულ პროგრამებში არ ხდება ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიების დროული განახლება, ამასთან ვერ უზრუნველყოფენ პოლიტიკურად აქტიური პირების იდენტიფიცირებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში არ ხდება ვალუტის ყიდვა - გაყიდვის ოპერაციის ქვითრის დადასტურება ოპერაციის შემსრულებლისა და კლიენტის ხელმოწერით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მთელ რიგ შემთხვევებში დროის მცირე პერიოდში იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობა აღემატება, სავალდებულო იდენტიფიკაციისთვის (3 000 ლარს) დადგენილ ზღვარს, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხსენებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ხორციელდება შეგნებულად, რათა არ მოხდეს გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია. 60 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელდა მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვის და შენახვის წესის დარღვევით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმის ოდენობა თითოეულ ფაქტზე შეადგენს 100 ლარს. სულ 6000 ლარი.
60 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმის ოდენობა თითოეულ ფაქტზე შეადგენს 100 ლარს. სულ 6000 ლარი.“ (ს.ფ.73-89).
4.3. „ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 26 იანვრის №1----- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე: 1. ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 60 ფაქტის გამო, ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 6 000 (ექვსი ათასი) ლარი. 2. ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 60 ფაქტის გამო, ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 6 000 (ექვსი ათასი) ლარი. 3. ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის№0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 90-91).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ „ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციების შესახებ“ დანართ №3-ზე. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ სადავო 60 ოპერაციიდან 41 ოპერაციაში ფიქსირდება თანხების იდენტური ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, ყველა სადავო ოპერაციაში თანხების საერთო ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. ხოლო მოსარჩელის მიერ დამოუკიდებელად განხილულ არცერთ ოპერაციაში, მითითებული თანხა არ აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისთვის (3 000 ლარს) დადგენილ ზღვარს.
სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო ოპერაციებს შორის არსებულ დროის შეუსაბამოდ მცირე ინტერვალზე და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციისგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელე ახორციელებდა ერთი ოპერაციის იმგვარად დანაწილებას, რომ განხორციელებული ოპერაციის თანხა არ აღემატებოდა 3 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ისთან“ (რეგ. №0------) მიმართებაში, სახეზე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა. შესაბამისად წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის26 იანვრის N1----- განკარგულების გამოცემის და ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ (რეგ.№0------) დაჯარიმების საფუძველი.
6. ა------ ლ------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ა------ ლ------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მისივე განმარტებით, სასამართლომ ვარაუდებზე დაყრდნობით ჩათვალა,რომ ინდ/მ-–----ე „ა------ ლ------ის„ მხრიდან ადგილი ჰქონდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს, რაც სასამართლოს მხრიდან ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და სამართლებრივად არ არის დასაბუთებული.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ინდ მ-–----ე „ა------ ლ------ის„ მიერ დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული ოპერაციების შესახებ დანართ N3-ზე და აღნიშნა, რომ სადავო ოპერაციიდან 41 ოპერაციაში ფიქსირდება თანხების იდენტური ოდენობა. ხოლო გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია დარჩენილ 19 ოპერაციაზე, თუ რატომ იქნა დაჯარიმებული ი/მ „ა------ ლ------ე“ დარღვევის 19 ფაქტზე, ფაქტობრივად სასამართლომ ვერ დაასაბუთა დარღვევის 19 ფაქტზე დაჯარიმების საფუძველი. ასევე სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა სადავო ოპერაციაში თანხების საერთო რაოდენობა აღემატება 3000 ლარიან ზღვარს.
აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეკრიბა სასამართლომ სადავო ოპერაციების თანხების ოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს ოპერაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციას და არც ერთ რეგისტრაციაში მითითებული თანხა არ აღემატება სავალდებულო ინდეტიფიკაციისთვის დადგენილ 3000 ლარიან ზღვარს.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) 471 მუხლის თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
ამავე ნორმატიული აქტის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილი იყო ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
7.2. პალატა ასევე მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ე აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, ხოლო „მონიტორინგის“ განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვალდებულება - საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება. მე-5 პუნქტით კი დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 60 ფაქტის გამო, ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
7.3. ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 60 ფაქტის გამო, ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 6 000 (ექვსი ათასი) ლარი. ინდ. მ-–----ე ა------ ლ------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
პალატა მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევაში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღისა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.
პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების პირველ და მეორე პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მ-–----ე სუბიექტების - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.
ამავე დებულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებებს კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
7.4. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ „ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციების შესახებ“ დანართ №3-ზე. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ სადავო 60 ოპერაციიდან 41 ოპერაციაში ფიქსირდება თანხების იდენტური ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, ყველა სადავო ოპერაციაში თანხების საერთო ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. ხოლო მოსარჩელის მიერ დამოუკიდებელად განხილულ არცერთ ოპერაციაში, მითითებული თანხა არ აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისთვის (3 000 ლარს) დადგენილ ზღვარს.
პალატა ასევე მიუთითებს სადავო ოპერაციებს შორის არსებულ დროის შეუსაბამოდ მცირე ინტერვალზე და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციისგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელე ახორციელებდა ერთი ოპერაციის იმგვარად დანაწილებას, რომ განხორციელებული ოპერაციის თანხა არ აღმატებოდა 3 000 ლარიან ზღვარს. ამდენად, ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ესთან“ (რეგ. №0------) მიმართებაში, სახეზე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა. ამდენად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 26 იანვრის N1----- განკარგულების გამოცემის და ინდ. მ-–----ე „ა------ ლ------ის“ (რეგ. №0------) დაჯარიმების საფუძველი.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
7.5. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივითაც მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამასთან, მტკიცების ტვირთთან მიმართებით საგულისხმოა ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, განსხვავებით სზაკ-ისაგან და რასაც (მტკიცების ტვირთს, აქტის უკანონობის მტკიცებას), განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა------ ლ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -