პრეზიდენტი და პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტები აირჩევიან მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. თითოეული მათგანი განწესდება სამი წლის ვადით ან მათი, როგორც მოსამართლის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რომელიც უფრო ადრე იწურება ამ ვადებიდან. მათ აქვთ უფლება, რომ ხელახლა იქნენ არჩეულნი ერთხელ.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ იმყოფება ადგილზე ან დისკვალიფიცირებულია. მეორე ვიცე-პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ არც პრეზიდენტი და არც პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ იმყოფებიან ადგილზე ან დისკვალიფიცირებულნი არიან.

პრეზიდენტი, პირველ და მეორე ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, ქმნის პრეზიდიუმს, რომელიც პასუხისმგებელია:

სასამართლოს სათანადო ადმინისტრირებაზე, პროკურორის ოფისის გამოკლებით; და

წინამდებარე წესდების შესაბამისად მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებაზე.

მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისას, პრეზიდიუმმა ორმხრივი ინტერესის ყველა საკითხის შესახებ კოორდინაცია უნდა განახორციელოს პროკურორთან და უნდა ეცადოს მისი თანმხვედრი პოზიციის მოპოვება