პროკურორის ოფისი მოქმედებს დამოუკიდებლად, როგორც სასამართლოს ცალკე მდგომი ორგანო. იგი პასუხისმგებელია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებთან დაკავშირებული გადაცემებისა (რეფერალებისა) და ნებისმიერი დასაბუთებული ინფორმაციის მიღებაზე, მათ განხილვასა და გამოძიებისა და სასამართლოში სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებაზე. პროკურორის ოფისის წევრს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ან იმოქმედოს ნებისმიერი გარე წყაროდან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად.
ოფისს ხელმძღვანელობს პროკურორი. პროკურორს აქვს სრული უფლებამოსილება ოფისის მართვასა და ადმინისტრირებაზე, მათ შორის, ოფისის პერსონალზე, შენობებსა და სხვა რესურსებზე. პროკურორს ეხმარება ერთი ან მეტი პროკურორის მოადგილე, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ პროკურორისთვის წინამდებარე წესდებით მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედება. პროკურორი და პროკურორების მოადგილეები უნდა იყვნენ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე. მათ საქმიანობა უნდა განახორციელონ სრულ სამუშაო განაკვეთზე.
პროკურორი და პროკურორის მოადგილეები უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირები, იყვნენ მაღალკვალიფიციურები და ჰქონდეთ სისხლისსამართლებრივი დევნის ან სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ფართო პრაქტიკული გამოცდილება. მათ სრულყოფილად უნდა იცოდნენ სასამართლოს სამუშაო ენებიდან სულ მცირე ერთი და გამართულად ფლობდნენ მას.
პროკურორი აირჩევა ფარული კენჭისყრით, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით. პროკურორის მოადგილეები აირჩევიან იმავე წესით, პროკურორის მიერ წარდგენილი კანდიდატების სიიდან. პროკურორი პროკურორის მოადგილის თითოეული ვაკანტური თანამდებობისთვის წარადგენს სამ კანდიდატს. თუ მათი არჩევის დროს არ განისაზღვრება უფრო მცირე ვადა, პროკურორი და პროკურორის მოადგილეები თანამდებობას იკავებენ ცხრა წლის ვადით და არ აქვთ ხელახლა არჩევის უფლება.
არც პროკურორი და არც პროკურორის მოადგილე არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ხელს უშლიდეს მათ საპროკურორო ფუნქციებს ან უარყოფითად აისახოს მათი დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ ნდობაზე. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიული ხასიათის საქმიანობის განხორციელებაში.
პრეზიდიუმს შეუძლია, რომ პროკურორი ან პროკურორის მოადგილე, მისი მოთხოვნით, გაათავისუფლოს კონკრეტულ საქმეში მონაწილეობისგან.
არც პროკურორი და არც პროკურორის მოადგილე არ უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ ისეთ საკითხში, რომელმაც მათი მიუკერძოებლობა შეიძლება გონივრულად ეჭვქვეშ დააყენოს რაიმე საფუძვლით. ისინი აცილებული უნდა იქნენ საქმიდან წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, თუ, inter alia, ისინი ადრე რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი სასამართლოს წინაშე არსებულ ამ საქმეში ან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე, რომელშიც ფიგურირებდა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირი.
პროკურორის ან პროკურორის მოადგილის აცილების ნებისმიერ საკითხს წყვეტს სააპელაციო პალატა.
გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს პროკურორის ან პროკურორის მოადგილის აცილება წინამდებარე მუხლში მითითებული საფუძვლებით;
პროკურორს ან პროკურორის მოადგილეს, შესაბამისად, უფლება აქვთ, წარადგინონ საკუთარი კომენტარები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
პროკურორი ნიშნავს მრჩევლებს, რომლებსაც აქვთ სამართლებრივი კომპეტენცია კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სქესობრივ და გენდერულ ძალადობაზე და ბავშვთა მიმართ ძალადობაზ