სასამართლოს ადმინისტრირებისა და მომსახურების გაწევის არასასამართლო ასპექტებზე პასუხისმგებელია რეგისტრატურა, პროკურორის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუზღუდავად.

რეგისტრატურას ხელმძღვანელობს რეგისტრატორი, რომელიც არის სასამართლოს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. რეგისტრატორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სასამართლოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობის ქვეშ.

რეგისტრატორი და რეგისტრატორის მოადგილე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირები, იყვნენ მაღალკვალიფიციურები, მათ სრულყოფილად უნდა იცოდნენ სასამართლოს სამუშაო ენებიდან სულ მცირე ერთი და გამართულად ფლობდნენ მას.

მოსამართლეები აბსოლუტური უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ რეგისტრატორს, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ნებისმიერი რეკომენდაციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში და რეგისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლეები იმავე წესით ირჩევენ რეგისტრატორის მოადგილეს.

რეგისტრატორი თანამდებობას იკავებს ხუთი წლის ვადით, აქვს ერთხელ ხელახლა არჩევის უფლება და საქმიანობა უნდა განახორციელოს სრულ სამუშაო განაკვეთზე. რეგისტრატორის მოადგილე თანამდებობას იკავებს ხუთი წლის ვადით ან მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ განსაზღვრული უფრო მცირე ვადით და შეიძლება აირჩეს იმ პირობით, რომ რეგისტრატორის მოადგილე საქმიანობის განსახორციელებლად გამოძახებული იქნება საჭიროებისამებრ.

რეგისტრატორი რეგისტრატურის ფარგლებში ქმნის დაზარალებულთა და მოწმეთა განყოფილებას. ეს განყოფილება, პროკურორის ოფისთან კონსულტაციით, უზრუნველყოფს დამცავ ზომებსა და უსაფრთხოების ზომებს, კონსულტაციას და სხვა შესაბამის დახმარებას მოწმეებისთვის, სასამართლოში გამომსვლელი დაზარალებულებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან ასეთი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების გამო. განყოფილება უნდა დაკომპლექტდეს პერსონალით, რომელსაც აქვს კომპეტენცია ტრავმების, მათ შორის, სქესობრივი ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრავმების საკითხებშ