მოსამართლე, პროკურორი, პროკურორის მოადგილე, რეგისტრატორი ან რეგისტრატორის მოადგილე უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც:

დადგინდა, რომ ამ პირმა ჩაიდინა სერიოზული გადაცდომა ან წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მოვალეობების სერიოზული დარღვევა, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“; ან

ამ პირს არ შეუძლია წინამდებარე წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

მოსამართლის, პროკურორის ან პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა ფარული კენჭისყრით:

მოსამართლის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობით, სხვა მოსამართლეების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე;

პროკურორის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობით;

პროკურორის მოადგილის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობით, პროკურორის რეკომენდაციის საფუძველზე.

რეგისტრატორის ან რეგისტრატორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით.

მოსამართლეს, პროკურორს, პროკურორის მოადგილეს, რეგისტრატორს ან რეგისტრატორის მოადგილეს, რომლის ქმედება ან წინამდებარე წესდებით მოთხოვნილი ფუნქციების შესრულების უნარი სადავო გახდა წინამდებარე მუხლის შესაბამისად, აქვს სრული შესაძლებლობა, წარადგინოს და მიიღოს მტკიცებულებები და წარადგინოს მოსაზრებები „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. ასეთ პირს არ შეუძლია საკითხის განხილვაში სხვაგვარად მონაწილეობ