სასამართლოს ოფიციალური ენებია არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური. სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე, სასამართლოს წინაშე არსებული ფუნდამენტური საკითხების შესახებ სხვა გადაწყვეტილებები ქვეყნდება ოფიციალურ ენებზე. პრეზიდიუმი, „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რომელი გადაწყვეტილებები შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტური საკითხების შესახებ მიღებულად წინამდებარე პუნქტის მიზნებისათვის.
სასამართლოს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. „პროცედურისა და მტკიცებულების წესებმა“ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც სამუშაო ენებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ოფიციალური ენები.
სამართალწარმოების ნებისმიერი მხარის ან სამართალწარმოებაში მონაწილეობის ნებართვის მქონე სახელმწიფოს მოთხოვნით, სასამართლო ასეთ მხარეს ან სახელმწიფოს აძლევს ინგლისური ან ფრანგული ენების გარდა სხვა ენის გამოყენების უფლებას, იმ პირობით, რომ სასამართლო ასეთი ნებართვის გაცემას საკმარისად გამართლებულად მიიჩნევ