მოსამართლეები, წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, აბსოლუტური უმრავლესობით ამტკიცებენ „სასამართლოს რეგულაციებს“, რომლებიც აუცილებელია მისი ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.
რეგულაციებისა და მასში ნებისმიერი ცვლილების შემუშავებისას კონსულტაციები უნდა გაიმართოს პროკურორთან და რეგისტრატორთან.
რეგულაციები და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე, თუ მოსამართლეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ. დამტკიცებისთანავე ისინი გადაეცემა მხარე სახელმწიფოებს კომენტარებისთვის. თუ ექვსი თვის განმავლობაში მხარე სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან არ დაფიქსირდება წინააღმდეგობა, ისინი რჩება ძალაში.
ნაწილი 5. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევ