თუ წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინასასამართლო პალატა თავის ფუნქციებს ახორციელებს წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად.
წინასასამართლო პალატის მიერ მე-15, მე-18, მე-19, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 72-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ ბრძანებებს ან განჩინებებს უნდა დაეთანხმოს მისი მოსამართლეების უმრავლესობა;
ყველა სხვა შემთხვევაში, წინასასამართლო პალატის ერთ მოსამართლეს შეუძლია განახორციელოს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციები, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ ან წინასასამართლო პალატის უმრავლესობის მიერ.
წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებზე დამატებით, წინასასამართლო პალატას შეუძლია:
პროკურორის მოთხოვნით, გამოსცეს ისეთი ბრძანებები და ორდერები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს გამოძიების მიზნებისთვის;
დაპატიმრებული ან 58-ე მუხლით გათვალისწინებული გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებული პირის მოთხოვნით, გამოსცეს ისეთი ბრძანებები, მათ შორის, მიიღოს 56-ე მუხლში აღწერილი ზომები ან მოითხოვოს ისეთი თანამშრომლობა მე-9 ნაწილის შესაბამისად, რაც შეიძლება საჭირო გახდეს პირის დასახმარებლად მისი დაცვის მომზადებაში;
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მტკიცებულებების, დაპატიმრებული ან გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებული პირებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვა;
ნებართვა მისცეს პროკურორს, განახორციელოს კონკრეტული საგამოძიებო ნაბიჯები მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მე-9 ნაწილის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს თანამშრომლობის უზრუნველყოფის გარეშე, თუ, შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მოსაზრებების გათვალისწინებით, წინასასამართლო პალატა ამ საქმეში დაადგენს, რომ სახელმწიფო აშკარად ვერ ასრულებს თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნას რომელიმე კომპეტენტური ორგანოს ან მისი სასამართლო სისტემის რომელიმე კომპონენტის არარსებობის გამო, რომელსაც აქვს თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნის შესრულების კომპეტენცია მე-9 ნაწილის შესაბამისად.
როდესაც 58-ე მუხლის შესაბამისად გამოცემულია დაპატიმრების ორდერი ან გამოძახების უწყება, მტკიცებულებების სიძლიერისა და დაინტერესებული მხარეების უფლებების გათვალისწინებით, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესდებითა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“, მოითხოვოს სახელმწიფოების თანამშრომლობა 93-ე მუხლის პირველი პუნქტის (k) ქვეპუნქტის შესაბამისად, რათა მიიღონ დამცავი ზომები კონფისკაციის მიზნით, განსაკუთრებით დაზარალებულთა საბოლოო სარგებლისთვი