პროკურორი, მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეფასების შემდეგ, იწყებს გამოძიებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაადგენს, რომ არ არსებობს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი შემდგომი რეაგირებისთვის. გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
პროკურორისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა ვარაუდის გონივრულ საფუძველს, რომ ჩადენილია ან ჩადენის პროცესშია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული;
საქმე დასაშვებია ან დასაშვები იქნებოდა მე-17 მუხლის შესაბამისად; და
მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულთა ინტერესების მხედველობაში მიღებისა, არსებობს ვარაუდის საფუძვლიანი მიზეზები, რომ გამოძიება არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს.
თუ პროკურორი დაადგენს, რომ არ არსებობს გონივრული საფუძველი შემდგომი რეაგირებისთვის და მისი გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ზემოთ მოცემულ (c) ქვეპუნქტს, იგი ამის შესახებ აცნობებს წინასასამართლო პალატას.
თუ გამოძიების შედეგად პროკურორი დაასკვნის, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რადგან:
არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი 58-ე მუხლის შესაბამისად ორდერის ან გამოძახების უწყების მოთხოვნისთვის;
საქმე დაუშვებელია მე-17 მუხლის შესაბამისად; ან
სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ყველა გარემოების, მათ შორის, დანაშაულის სიმძიმის, დაზარალებულთა ინტერესების და სავარაუდო დამნაშავის ასაკის ან ფიზიკური უუნარობის, ასევე, სავარაუდო დანაშაულში მისი როლის გათვალისწინებით;
პროკურორი თავისი დასკვნისა და დასკვნის მიზეზების შესახებ აცნობებს წინასასამართლო პალატას და სახელმწიფოს, რომელმაც განახორციელა გადაცემა (რეფერალი) მე-14 მუხლის შესაბამისად, ან – უშიშროების საბჭოს, მე-13 მუხლის (b) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მე-14 მუხლის შესაბამისად გადაცემის (რეფერალის) განმახორციელებელი სახელმწიფოს, ან მე-13 მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად უშიშროების საბჭოს მოთხოვნით, წინასასამართლო პალატას შეუძლია, გადახედოს პროკურორის მიერ პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებაზე უარის თქმის შესახებ და მოსთხოვოს პროკურორს ამ გადაწყვეტილების გადახედვა.
გარდა ამისა, წინასასამართლო პალატას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით, გადახედოს პროკურორის გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებაზე უარის თქმის შესახებ, თუ იგი მხოლოდ პირველი პუნქტის (c) ან მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტებს ეფუძნება. ასეთ შემთხვევაში, პროკურორის გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ წინასასამართლო პალატის მიერ დადასტურების შემთხვევაში.
პროკურორს შეუძლია, ახალი ფაქტების ან ინფორმაციის საფუძველზე, ნებისმიერ დროს თავიდან განიხილოს გადაწყვეტილება გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახე