წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გამოძიების ფარგლებში, პირი:

არ უნდა იყოს იძულებული, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს დანაშაული;

არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე სახის ზეწოლას, იძულებას ან მუქარას, წამებას ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმას;

თუ დაიკითხება სხვა ენაზე, გარდა იმ ენისა, რომელიც მას სრულად ესმის და საუბრობს, მან უფასოდ უნდა ისარგებლოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარებით და ისეთი თარგმანებით, რომლებიც აუცილებელია სამართლიანობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; და

არ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას ან დაკავებას და არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა წინამდებარე წესდებით დადგენილი საფუძვლებითა და პროცედურების შესაბამისად.

თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ პირმა ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული და ეს პირი უნდა დაიკითხოს პროკურორის ან ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მე-9 ნაწილის მიხედვით წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ეს პირი სარგებლობს შემდეგი უფლებებით, რომელთა შესახებაც მას უნდა ეცნობოს დაკითხვამდე:

დაკითხვამდე იყოს ინფორმირებული, რომ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული;

შეინარჩუნოს დუმილი ისე, რომ ასეთი დუმილი არ იქნეს გათვალისწინებული დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დადგენისას;

ისარგებლოს მის მიერ არჩეული იურიდიული დახმარებით, ან, თუ პირი არ სარგებლობს იურიდიული დახმარებით, ისარგებლოს მისთვის დანიშნული იურიდიული დახმარებით, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე, თუ პირს არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები მის დასაფარად; და

დაიკითხოს ადვოკატის თანდასწრებით, თუ პირს ნებაყოფლობით არ უთქვამს უარი ადვოკატის აყვანის უფლებაზ