„პროცედურისა და მტკიცებულების წესები“ ძალაში შედის მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედის მიერ დამტკიცებისთანავე.

„პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“ ცვლილებების შეტანის წინადადების წარდგენა შეუძლია:

ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს;

აბსოლუტური უმრავლესობით მოქმედ მოსამართლეებს; ან

პროკურორს.

ასეთი ცვლილებები ძალაში შედის მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ დამტკიცებისთანავე.

„პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ დამტკიცების შემდეგ, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც წესები არ ითვალისწინებს სასამართლოს წინაშე არსებულ კონკრეტულ სიტუაციას, მოსამართლეებს, ორი მესამედის უმრავლესობით, შეუძლიათ შეიმუშაონ დროებითი წესები, რომლებიც იმოქმედებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მომდევნო მორიგ ან სპეციალურ სესიაზე მათ დამტკიცებამდე, ცვლილებამდე ან უარყოფამდე.

„პროცედურისა და მტკიცებულების წესები“, მისი ცვლილებები და ნებისმიერი დროებითი წესი უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესდებას. „პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“ შეტანილი ცვლილებები, ასევე, დროებითი წესები, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკუძალით იმ პირის საზიანოდ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც მსჯავრდებულია.

წესდებასა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებს“ შორის კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წესდება