ბრალდებული უნდა იმყოფებოდეს სასამართლო პროცესზე.
თუ ბრალდებული სასამართლოში ყოფნისას კვლავ ხელს უშლის სასამართლო პროცესს, სასამართლო პალატას შეუძლია, გაიყვანოს ბრალდებული და უზრუნველყოს, რომ ის დააკვირდეს სასამართლო პროცესს და საჭიროების შემთხვევაში მისცეს მითითებები ადვოკატს სასამართლო დარბაზის გარედან, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი ზომები მიიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მას შემდეგ, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა სხვა გონივრული ალტერნატივები და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რაც მკაცრად აუცილებელი