სასამართლო პალატის წინამდებარე მუხლში მოცემული ფუნქციები და უფლებამოსილებები ხორციელდება წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.
სასამართლო პალატა უზრუნველყოფს, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და სწრაფი და ჩატარდეს ბრალდებულის უფლებების სრული პატივისცემით და დაზარალებულებისა და მოწმეების დაცვის სათანადო გათვალისწინებით.
წინამდებარე წესდების შესაბამისად საქმის სასამართლო განხილვისთვის გადაცემისას, საქმის განხილვისთვის განსაზღვრული სასამართლო პალატა:
მხარეებთან განიხილავს და იღებს ისეთ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია სამართალწარმოების სამართლიანი და სწრაფი წარმართვის ხელშესაწყობად;
განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე გამოსაყენებელ ენას ან ენებს; და
წინამდებარე წესდების სხვა შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ადრე გაუმჟღავნებელი დოკუმენტების ან ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე საკმარისად ადრე, რათა შესაძლებელი იყოს სასამართლო პროცესისთვის სათანადო მომზადება.
სასამართლო პალატას, თუ ეს აუცილებელია მისი ეფექტიანი და სამართლიანი ფუნქციონირებისთვის, შეუძლია წინასწარი საკითხები გადასცეს წინასასამართლო პალატას ან, საჭიროების შემთხვევაში, წინასასამართლო განყოფილების სხვა მოსამართლეს.
მხარეებისთვის შეტყობინების შემდეგ, სასამართლო პალატას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ერთზე მეტი ბრალდებულისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებული საქმეების გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ.
სასამართლო პროცესამდე ან სასამართლო პროცესის მსვლელობისას, თავისი ფუნქციების შესრულებისას, სასამართლო პალატას, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია:
განახორციელოს წინასასამართლო პალატის ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც მითითებულია 61-ე მუხლის მე-11 პუნქტში;
მოითხოვოს მოწმეების დასწრება და მათი ჩვენება, ასევე – დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებების წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოების დახმარებით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე წესდებით;
უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
მოითხოვოს მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესამდე უკვე შეგროვებულ ან სასამართლო პროცესის დროს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დამატებით;
უზრუნველყოს ბრალდებულის, მოწმეებისა და დაზარალებულების დაცვა; და
მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სხვა შესაბამის საკითხზე.
სასამართლო პროცესი ტარდება საჯაროდ. თუმცა, სასამართლო პალატას შეუძლია დაადგინოს, რომ განსაკუთრებული გარემოებები მოითხოვს გარკვეული სამართალწარმოების დახურულ სხდომაზე ჩატარებას, 68-ე მუხლში მითითებული მიზნებისთვის, ან მტკიცებულებად წარდგენილი კონფიდენციალური ან მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით.
სასამართლო პროცესის დაწყებისას, სასამართლო პალატამ ბრალდებულს უნდა გააცნოს წინასასამართლო პალატის მიერ მანამდე დადასტურებული ბრალდებები. სასამართლო პალატა უნდა დარწმუნდეს, რომ ბრალდებული აცნობიერებს ბრალდებების ხასიათს. მან უნდა მისცეს მას შესაძლებლობა, აღიაროს დანაშაული 65-ე მუხლის შესაბამისად ან ამტკიცოს უდანაშაულობა.
სასამართლო პროცესზე სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეს შეუძლია გასცეს მითითებები სამართალწარმოების წარმართვის, მათ შორის, სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის ნებისმიერი მითითების გათვალისწინებით, მხარეებს შეუძლიათ მტკიცებულებების წარდგენა წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად.
სასამართლო პალატას, inter alia, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით:
გადაწყვიტოს მტკიცებულებების დასაშვებობის ან რელევანტურობის საკითხი; და
მიიღოს ყველა საჭირო ზომა სხდომის დროს წესრიგის შესანარჩუნებლად.
სასამართლო პალატა უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრული ჩანაწერის შექმნას, რომელიც ზუსტად ასახავს სამართალწარმოებას, და იმას, რომ ჩანაწერი დაიცვას და შეინახოს რეგისტრატორმ