1. პალატის გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.
2. დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დაეთანხმება ამ მოთხოვნას, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან _ საერთო მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს.
3. თუ კოლეგია დაეთანხმება მოთხოვნას, დიდი პალატა საქმეზე იღებს გადაწყვეტილება