1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები
�კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
3. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს
საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება ყოვნდება გადაწყვეტილების
განმარტებასთან დაკავშირებული პრობლე-მის გამო, მას შეუძლია სასამართლოს განმარტებისათვის მიმართოს. ეს გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის უფლებამოსილი წევრების ხმათა ორი მესამედით.
4. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომიტეტს შეუძლია, ამ მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ხელშემკვრელმა მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.
5. თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. თუ სასამართლო ასეთ დარღვევას ვერ დაადგენს, იგი საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც წყვეტს საქმესთან დაკავშირებულ პროცედურა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 46. გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება
კარი II — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. საჩივრის ამორიცხვა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან
- მუხლი 39. მორიგების პროცედურა
- მუხლი 41. სამართლიანი დაკმაყოფილება
- მუხლი 43. დიდი პალატისათვის საქმის გადაცემა
- მუხლი 44. საბოლოო გადაწყვეტილება
- მუხლი 45. გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთება
- მუხლი 47. საკონსულტაციო დასკვნები
- მუხლი 49. საკონსულტაციო დასკვნის დასაბუთება
- მუხლი 55. დავის მოგვარების სხვა საშუალებათა უარყოფა
- მუხლი 56. კონვენციის მოქმედება სივრცეში
- მუხლი 57. დათქმები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 46. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-46/