1. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე
სასამართლო სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად, კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებით.
2. 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარმართული პროცედურა კონფიდენციალურია.
3. თუ მორიგება მიღწეულია, სასამართლო საჩივარს ამორიცხავს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების არსის მოკლე გადმოცემით შემოიფარგლება.
4. სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მასში მოცემული მორიგების პირობების შესრულება