1. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდასამართლებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაგებით და არ არის გასული ექვს თვეზე მეტი საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.
2. სასამართლო მიუღებლად ცნობს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ საჩივარს, თუ ის:
ა. ანონიმურია, ან
ბ. არსებითად იგივეა, რაც სასამართლოს მიერ უკვე განხი
ლული საჩივარი, ან უკვე გადაეცა მოკვლევის ან მოგვარების სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ინსტანციას და არ შეიცავს ახალ შესატყვის ფაქტობრივ გარემოებებს.
3. სასამართლო მიუღებლად ცნობს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ საჩივარს, თუ ის მიიჩნევს, რომ:
ა. საჩივარი შეუთავსებადია კონვენციისა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად უსაფუძვლოა ან წარმოადგენს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას; ან
ბ. მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერცერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათანადოდ არ ყოფილა
განხილული.
4. სასამართლო უარს ეტყვის ყველა საჩივარს,რომელსაც მიუღებლად ცნობს ამ მუხლის საფუძველზე. ამის უფლება მას აქვს პროცესის ნებისმიერ სტადიაზ